x
image
პერსეპოლისი
ქანიესა და დემნას თანამშრომლობა შედგა, კოლექცია მზად არის!

image

საბოლოოდ, ქანიე ვესთის ნანატრი Yeezy Gap x Balenciaga-ს თანამშრომლობა შედგა!

პროექტი, ოფიციალური სახელწოდებით Yeezy Gap Engineered by Balenciaga გასულ თვეში დაანონსდა და 22 თებერვალს, დილის 9 საათზე უნდა გამოსულიყო, მაგრამ გულშემატკივრები 15:30 საათზე ჯერ კიდევ მოლოდინის რეჟიმში იყვნენ.

Ye-ის შეუდარებელი ხედვა აერთიანებს მისი თაობის ყველაზე გავლენიან დიზაინერს - დემნას და ამერიკულ ბრენდს Gap-ს (Ye - ქანიე ვესთის ოფიციალური სახელი).

image

Yeezy Gap x Balenciaga-ს თანამშრომლობის შედეგად შექმნილი კოლექცია შესაძენად ხელმისაწვდომი იქნება Farfetch-ზე. კოლექცია მოიცავს რვა სტილს, ფერები კი არის წითელი, მუქი ლურჯი, ნაცრისფერი და კრემისფერი. ასევე არის შესაბამისი ლოგოთი ჰუდები და შარვალი, რაც პირველია Yeezy Gap-ისთვის.

imageფასები ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ 44 წლის ვესთმა ეგრეთწოდებული „სრულყოფილი ჰუდი“ 90 დოლარად, ხოლო „მრგვალი ქურთუკი“ 200 დოლარად გაყიდა, როგორც მისი ძირითადი Gap თანამშრომლობის ნაწილი (თუმცა, ერთად ორივეს ფასი შეიძლება ბევრად უფრო მაღალი იყოს).

ჯერ კიდევ გასარკვევია, იქნება თუ არა განშორებული მეუღლე კიმ კარდაშიანი პირველი, ვინც West-ის უახლეს დიზაინს ჩაიცვამს, რადგან ის Balenciaga-ს უახლესი კამპანიის სახეა.

ყოფილმა შეყვარებულმა ჯულია ფოქსმა შეიძლება ასევე შეძლოს ახალი კოლექციის ერთ-ერთმა პირველმა ხელში ჩაგდება, რადგან დაშორების შემდეგ ის ცისფერ მრგვალ ქურთუკში შენიშნეს.

0
156
1-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
156
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0