x
image
lasha1993
ვინ იყო ეძგვერაძე ბარნაბა?

imageბარნაბა ეძგვერაძე 1884 წელს დაბადებულა, ერთ დროს სასტუმრო ფანტაზიაში მუშაობდა, მერე რევოლუციონერებს დაჰკავშირებია და 1902 წელს დაუპატიმრებიათ გაფიცვაში მონაწილეობისათვის. გათავისუფლების შემდეგ ღარიბ ოჯახში გაზრდილ ბიჭს იმდენი მოუხერხებია, რომ საკუთარი დუქანი გაუხსნია, ამ დუქანს როგორც ბოლშევიკები, ასევე მენშევიკებიც სტუმრობდნენ, ხოლო მედუქნე ხან ერთ შექეიფიანებულ პარტიას გააცილებდა ხან მეორეს. ხალხმა ვეღარ გაიგო, ვის მხარეს იყო მედუქნე და ასე გაჩნდა ცნობილი სიმღერა: რომელ პარტიას ეკუთვნის ეძგვერაძე ბარნაბა. ამბობენ, თვით სტალინი სტუმრობდა მის დუქანს და მედუქნესთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდაო. 1956 წელს, როდესაც სტალინი ცოცხალი აღარ იყო ბარნაბა შრომის წითელი დროშის ორდერით დაუჯილდოებიათ თუმცა დუქნის დახურვის შემდეგ ძველებურად პოპულალური აღარ ყოფილა და დიდი ყურადღება ორდენისთვისაც არავის მიუქცევია. შემოიჭრნენ წითლები,

ატყდა დავიდარაბა

რომელ პარტიას ეკუთვნის

ეძგვერაძე ბარნაბა.

3
1658
9-ს მოსწონს
ავტორი:lasha1993
lasha1993
1658
  
2012, 18 სექტემბერი, 21:35
ძალიან კარგი სტატია იყო... დაწერეთ კიდევ ასეთ თემებზე..
2012, 13 სექტემბერი, 12:43
მართლაც საინტერესო იყო
0 1 3