x
image
beko777
ახალი ქართული მხატვრული ფილმი - „მეამიტი“, 18+ და სხვა ამბები....
ქართული ხელოვნება და კულტურა, რომ დიდიხანია სულს ღაფავს ეს ყველამ ვიცით, არადა დღემდე, კულტულური მემკვიდრეობებით ვიწონებთ თავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების წინაშე და რაც არ უნდა საოცარი იყოს, იმ ფონზე როდესაც კულტურის სფეროს მინიმალური ხელშეწყობა აქვს, - ამას მაინც ვახერხებთ!

დღეს კონკრეტულად თემას მინდა შევეხო, ქართული კინო სათავეს XX საუკუნის დასაწყისიდან იღებს და უკვე 100 წელზე მეტს ითვლის. პირველი ქართული ფილმის დაბადების თარიღად 1908 წელი ითვლება, როდესაც ქართველმა რეჟისორმა და კინო-ოპერატორმა ვასილ ამაშუკელმა პირველი დოკუმენტური ფილმი გადაიღო ბაქოში. ხოლო პირველი მხატრული ფილმი - გერმანე გოგიტიძის (ქრისტინე) - 1919 წელს, ფილმის რეჟისორი და სცენატისტი სახალხო არტისტი ალექსანდრე წუწუნავა.

საქართველოს კინომატოგრაფიაში არაერთი ფილმია, რომელიც ნამდვილად ქართული მემკვიდრეობის განძად ითვლება და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ამ ფილმების დიდი ნაწილი სწორედ იმ დროსა და ეპოქაშია გადაღებული რომელიც დღემდე ქართული ისტორიის სირცხვილად ითვლება. კომუნისტური რეჟიმის დროს არაერთი ქართული კინოშედევრი შექმნილა და თუკი იმ ფაქტს გავითვალისწინებთ რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, როდესაც აგერ უკვე სამი ათეული წელია გასული და მას შემდეგ ტექნიკური პროგრესი საგრძნობლად დიდია, მწუხარებით უნდა აღინიშნოს, რომ ქართულმა კინომატოგრაფიამ დეგრადაცია განიცადა, - მიზეზად უამრავი რამ შეიძლება დავასახელოთ, რომელთაგანაც უმთავრესი ალბათ ისაა რომ კულტურა მეასეხარისხოვან, არაპრივილიგირებულ მიმართულებად იქცა! image

ამ ყველაფრის მიუხედავად ამისა კიდევ არსებობენ ქათველი რეჟისორები, რომლებიც მხოლოდ საკუთარი ენთუზიაზმითა და მეგობრების დახმარებით, ახერხებენ ფილმების შექმნას. 27 სექტემბერს კინოთეატრ „კავეაში“ გაიმართა ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის - დინო გეთიაშვილის საავტორო, მხატრული ფილმის „მეამიტი“-ს პრემიერა.


ფილმის მოვლენები 90-იან წლებში ვითარდება, დრამა რომელიც მხატვრის დრამატულ ცხოვრებაზე მოგვითხრობს. ფილმში კარგად იყო გადმოცემული იმ პერიოდის პრობლემები. უნდა აღინიშნოს, რომ სწორეს იმ ტექნიკური ხარვეზების არსებობა რაც ფილმს თან სდევდა, ხაზს უსვამდა ფაქტს თუ რაოდენ მონდომებული იყო რეჟისორიც და მთელი გუნდი, რათა ბევრი წინაღობის მიუხედავად ბოლოდმე მიეყვანა დაწყებული საქმე და მათ - ეს მოახერხეს „ძალა ერთობაშია“-ს პრინციპით, სრულყოფილი მხატრული ფილმით წარსდგნენ მაყურებლის წინაშე. image

რაც შეეხება ფილმის სიუჟეტს, იმის გათვალისწინებით რომ მასიური ჩვენება ჯერ არ ყოფილა და არ მაქვს სიუჟეტის ბოლომდე გამხელის უფლება, - თუმცა აღსანიშნავია, რომ დრამას თან სდევს 18+ თამამი სცენები. კომპოზიტორ გოჩა ჭაბუკაიძის უაღესად საინტერესო მუსიკა და ინტერნეტ-ვარსკვლავის „შუშანა ბებოს“ სამსახიობო ოსტატობა, რომელმაც ათიანზე შეასრულა თავისზე დაკისრებული როლი და მისია - 90-ანების თბილისური უბნის ჭორიკანა დედაკაცი :) - ამ საოცარმა ქალბატონმა აშკარად დიდი ხიბლი შესძინა მთელს ნამუშევარს.

მომავალ მაყურებელს კი გეტყვით, - შესაძლოა თავიდან სიუჟეტი მონოტონური მოგეჩვენოთ, თუმცა რეჟისორის არაჩვეულებრივი გადაწყვეტილებით - ფინალში გელით სურათის მთელი 90 წუთის მორალი!

ლელა ფაჩულია (ჟურნალისტი)

imageimage

0
363
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
363
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0