x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134506
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
დასახელდა COVID-19–ის მთავარი სამიზნე... და ეს, ფილტვები არ არის

ეპიდემიის პირველივე დღეებიდან, ჩვენ COVID-19–ს რესპირატორულ დაავადებად ვთვლიდით, ანუ ისეთად, რომელიც ჰაერ–წვეთოვანი გზით ვრცელდება და პირველ რიგში, ავადმყოფის სასუნთქ სისტემას აზიანებს. თუმცა, ამერიკელმა მეცნიერებმა ეს მოსაზრება უარყვეს! აღმოჩნდა, რომ ვირუსი, რესპერატორული ინფექცია კი არა, სისხლძარღვთა დაავადებაა!


image


კვლევა, რომელმაც კოვიდის ბუნებასთან დაკავშირებით, განსხვავებული შედეგით დასრულდა, სალკის (Salk Institute for Biological Studies) ინსტიტუტის და სან–დიოგოს უნივერსიტეტის (University of California San Diego) მეცნიერთა ჯგუფებმა ჩაატარა. ხოლო, სამეცნიერო ნამუშევარი, შესაბამისი მტკიცებულებებით, სამედიცინო ჟურნალში – Circulation Research გამოქვეყნდა. ეს ჯერ კიდევ მარტში მოხდა, მაგრამ საუბარი, ამ აღმოჩენის შესახებ, მედიაში, რატომღაც, მხოლოდ ახლა დაიწყო.

როგორც, სალკის ინსტიტუტის ოფიციალურ პორტალზე, კვლევის ავტორები აღნიშნავენ, სისხლძარღვებზე კოვიდ–ინფექციის ზემოქმედების შესახებ, ცნობილი ადრეც იყო. თუმცა, ახალი კვლევის დროს, მეცნიერებმა იმის დადგენა შეძლეს, თუ SARS-CoV-2 კონკრეტულად როგორ ესხმის თავს სისხლძართვთა სისტემას, უჯრედების დონეზე. მარტივად რომ ვთქვათ, ეს შემდეგნაირად ხდება: ვირუსის სპაიკ-ცილა, რომლისგანაც ვირუსის ჩონჩხი შედგება, აზიანებს უჯრედის მიტოქონდრიის ზედაპირს, რაც თავის მხრივ, სისხლშარღვების შიდა კედლების ანთებას იწვევს.
imageმიტოქონდრიის ფრაგმენტაციის დემონსტრირება სისხლძარღვთა სისტემაში – ჯანმრთელი ენდოთელური უჯრედები (მარცხნივ) და კორონავირუსის S პროტეინით დამუშავებული (მარჯვნივ)


აქედან გამომდინარე, COVID-19 უნდა აღიქმებოდეს არა როგორც რესპირატორული, არამედ როგორც სისხლძარღვთა სისტემის დაავადება, – აღნიშნა კვლევის ერთ–ერთმა თანაავტორმა, პროფ. ური მეინორმა (Uri Maynor). ასეთი მიდგომა, მისი აზრით, «იმის ახსნის საშუალებას იძლევა, თუ რატომ აქვს ზოგიერთ ადამიანს ინსულტი, ხოლო სხვებს, პრობლემები ორგანიზმის სხვა ნაწილებთან დაკავშირებით. ხოლო, მათ შორის საერთო ის არის, რომ ყველ ორგანოს საფუძველს – სისხლძართვთა სისტემა წარმოადგენს».

imageარხის სხვა სიახლეები:


კატა და ძაღლი კოვიდვაქცინის ნაცვლად?!


ადამიანი — უცხოპლანეტელების მიერ შექმნილი ჰიბრიდია?! «ცისფერი სისხლის» ისტორია


მეცნიერებმა აღმოაჩინეს ნაწილაკი, რომლის აფეთქების შედეგად, მთელი სამყარო შეიქმნა


მცენარეები, რომლებიც ყველას სახლში უნდა იყოს (NASA–ს რეკომენდაცია)


ცოდნა ასაკთან ერთად მოდის! ფასდაუდებელი რჩევები ახალგაზრდებს, 50 წლის ადამიანებისგან


ამისთვის ქირურგი საჭირო არ არის! – მკერდის ზომის გადიდება და შემცირება სახლის პირობებში


ფაქტები კოსმეტიკის შესახებ, რომელიც ყველა მანდილოსანმა უნდა იცოდეს

0
1339
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1339
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0