x
image
alex999
Mediator image
10 ტიკ-ტოკერი, რომლებიც ყველაზე მეტს გამოიმუშავებენ

ტიკ-ტოკი პოპულარულობის პიკს აღწევს. როგორც მსოფლიოში ასევე საქართველოშიც ძალიან პოპულარულია და უკვე მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს ჩვენს ქვეყანაშიც. ახლა კი ვნახოთ 10 ტიკ-ტოკერი, რომლებმაც ყველაზე მეტი გამოიმუშავეს ამ სოციალური ქსელის საშუალებით.


image







1. ედისონ რეი ისტირლინგი (5 მილიონი დოლარი) ცეკვის მოყვარულმა გოგონამ სკოლა მიატოვა და ტიკ-ტოკით გამდიდრდა. დღეს ის Reebok -ის და Daniel Wellington -ის სარეკლამო სახეებიდან ერთ-ერთი მათგანი გახლავთ.


image







2. შარლი დ'ამელიო ( 4 მილიონი დოლარი) - პოპულარობის პიკს 2019 წლის ზაფხულში მიაღწია. მან ამერიკელი მომღერლებისგან წვეულებებზე მიწვევები მიიღო. ამით მისი პოპულარობა უფრო გაიზარდა. მონაწილეობას იღებს პარიზის მოდის კვირეულზე, ასევე ამავე ორგანიზაციის ტიკ-ტოკ პარტნიორია. მისი შემოსავალი მხოლოდ 2 წელიწადში 4 მილიონ დოლარს აჭარბებს.


image







3. დიქსი დ’ამელიო (2.9 მილიონი დოლარი) - დიქსიც თავის დის გზას მიჰყვა. ის ხშირად მონაწილეობს თავის დასთან ერთად ტიკ-ტოკის ვიდეორგოლებში. დისგან განსხვავებით ის მომღერალია და მისმა პირველმა სოლომ(Be Happy) YouTube-ის ყველაზე ტრენდულ ვიდეობს შორის მოხვდა.


image







4. ლორენ გრეი (2.6 მილიონი დოლარი) - ცუდი დასაწყისის მიუხედავად ლორენ გრეი დღეს ტოპში მოწინავე პოზიციებზეა. ის თანამშრომლობს ისეთ კომპანიებთან როგორიცაა: Skechers, Hyundai და Burger King.



image







5. ჯოშ რიჩარდსი (1.5 მილიონი დოლარი) - შეგვიძლია თამამდ ვთქვათ, რომ რიჩარდში არის ყველაზე წარმატებული ტიკტოკერი მამაკაცი. ის თანამშორმლობს მსხვილ კომპანიებთან, მათ შორის Reebok და HouseParty-თან. მან უკვე საკუთარი ენერგეტიკული სასმელების დამზადებაც დაიწყო(Ani Energy), თუმცა მისი კარიერა შესაძლოა მალევე დასრულდეს, რადგან ამა წლის მაისში ნარკოტიკების რეალიზაციისთვის დააკავეს.


image







6. მაიკლ ლი (1.2 მილიონი დოლარი) - ვიდეო რგოლებში ძირითადად ძმასთან თავის პატარა ძმასთან ერთად მონაწილეობს. ლი სხვადასხვა სპონსორებისგან საკმაოდ სოლიდურ თანხას იღებს.


image







7. სპენსერ X ( 1. 2 მილიონი დოლარი) - beatbox -ის ვიდეობით ცნობილი სპენსერი დღეს ჰოლივუდის ქუჩაზე, ორსართულიან მდიდრულ სახლში ცხოვრობს. არადა 2019 წელს, ის ნიჭის გამოვლენას მხოლოდ ქუჩაში ახერხებდა. ტიკ-ტოკმა მისი ცხოვრება სრულიად შეცვალა.


image







8. ბები არიელი ( 2 მილიონი დოლარი) - მისი ნამდვილი სახელი არიელ რებეკაა, რომელიც დაიბადა 2000 წლის 22 ნოემბერს, ახალგაზრდა გოგონა უკვე ტიკ-ტოკის ვარსკვლავია და მისმა გამომუშავებულმა თანხამ უკვე 2 მილიონს მიაღწია.


image







9. ზაკ კინგი (3 მილიონი დოლარი) - ტიკ-ტოკამდე კინგმა პოპულარობას YouTube-ზე მიაღწია. ის თითქმის ყველაფერში წარმატებული ადამიანია, რაშიც მონაწილეობას იღებს. დღეს დღეობით მას 50 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს ტიკ-ტოკზე და 3 მილიონზე მეტი თანხა გამოიმუშავა.


image







10. უილ სმიტი (350 მილიონი დოლარი) - ამ სიაში მოვახვედრეთ უილ სმიტიც, რომელსაც არც პოპულარობა და არც შემოსავალი აკლდა, თუმცა ის ტიკ-ტოკშიც რეკორდებისკენ მიიწევს.


image





წყაროები: Independent Türkçe, Toofab, Forbes























სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



>>>>> იხილეთ ასევე <<<<<


405 დღე წყნარ ოკეანეში - გადარჩენილ მეთევზეს კანიბალიზმში ადანაშაულებენ

image





უკიდეგანო უსასრულობა - 15 საოცარი ფაქტი კოსმოსის შესახებ

image





როგორია "ლესბოსელის'' ცხოვრება? - რთულ კითხვებს თავად ლესბოსელი პასუხობს!

image





ცნობილ ნახატებში დამალული საიდუმლოებები - უკანასკნელი ვახშამი (საიდუმლო სერობა)

image





როგორ გავიგოთ მოვწონვართ თუ არა ქალს(გოგოს)?

image



0
393
2-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
393
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0