x
image
პოკაჰონტასი
როდის გამოვა სერიალის "ერთხელ ჩუქუროვაში" ახალი სეზონი და ვინ დაიკავებს მთავარი გმირის ადგილს
image


სატელევიზიო დრამის "ერთხელ ჩუქუროვაში" რეიტინგმა ყველანაირი რეკორდი მოხსნა არა მხოლოდ თურქეთში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.


იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო სეზონში, სერიალი ექვსმა მნიშვნელოვანმა გმირმა დატოვა, რა თქმა უნდა, დიდ ინტერესს იწვევს, თუ როგორი გარემო და ამბების წყობა დაუბრუნდება მაყურებელს საყვარელი დრამის მომდევნო სერიებში. ამიტომ, გასაკვირი სულაც არაა, რომ საოცრად გაიზარდა მოლოდინი შემდეგი სეზონის მიმართ. ინტერესი მეტად გაძლიერდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა კიდევ ერთი სიახლე: სეზონის ფინალური ეპიზოდის დღეს, დემირ იამანის როლის შემსრულებელმა, მურათ უნალმიშმა, სოციალური ქსელის საკუთარ ანგარიშზე გამოქვეყნებული გრძელი სტატიით ამცნო ყველას, რომ დაემშვიდობა მაყურებელს. სერიალიდან მურათის წასვლის მიზეზი გახდა მასსა და ალი რაჰმედ ფეკელის როლის შემსრულებელს, ქერემ ალიშიკს შორის, ბოლო დროს შექმნილი დაძაბული ურთიერთობა.


უკვე გაირკვა, თუ ვინ შეავსებს მურათ უნალმიშის ადგილს შემდეგ სეზონში. ეს გახლავთ, ცნობილი თურქი მსახიობი იბრაჰიმ ჩელიქქოლი, რომელიც სერიალების მოყვარულებს არაერთი გმირით ახსოვთ.


image


ასე, რომ ზულეიჰას პერსონაჟი, რომელსაც ჰილალ ალთინბილეკი განასახიერებს, ეკრანზე დაბრუნდება ახალი შურისძიების ისტორიით და სულ სხვა სიყვარულის კლანჭებში მოხვდება. სერიალის შემქმნელები გვპირდებიან, რომ მომდევნო სეზონი ფეთქებადი მოვლენების სცენა იქნება.



უკვე ცნობილია, რომ სერიალის ახალი ეპიზოდები სექტემბერში გამოვა, მაგრამ საინტერესოა, თუ სად გაგრძელდება ამბავი შემდეგ სეზონში, რომლის გადაღებებიც ადანაში უკვე დასრულებულია.





ასევე დაგაინტერესებთ:


რა ხდება სცენის მიღმა სერიალში "ერთხელ ჩუქუროვაში" (+ფოტოები)

image




ესრა ბილგიჩი - ვინ არის მშვენიერი თურქი მსახიობი ქალი (+ფოტოები)

image





0
232
შეფასება არ არის
ავტორი:პოკაჰონტასი
პოკაჰონტასი
232
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0