x
image
პოკაჰონტასი
ჰანდე სორალი - ვინ არის მშვენიერი თურქი მსახიობი ქალი (+ფოტოები)
image
სახელი და გვარი: ჰანდე სორალი
დაბადების თარიღი: 2 თებერვალი, 1987 წელი
დაბადების ადგილი: ბურსა, თურქეთი
ეროვნება: თურქი
პროფესია: მსახიობი
კარიერა: 2008 წლიდან
ზოდიაქო: მერწყული
სიმაღლე: 160 სმ
წონა: 56 კგ



თურქი მსახიობი, ჰანდე სორალი, დაიბადა 1987 წლის 2 თებერვალს, ქალაქ ბურსაში, ინეგოლის რაიონში. გოგონამ ანატოლიის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო ბილგის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიურ ფაკულტეტზე.


ჰანდე სორალის სამსახიობო კარიერა მაშინ დაიწყო, როდესაც იგი, 2008 წელს, გამოჩნდა კომედიურ სერიალში, როგორც მიწვეული მსახიობი. პროექტი მეტად წარმატებული აღმოჩნდა გოგონასთვის, რადგან მისი დასრულების შემდეგ, შოუს პროდიუსერმა ჰანდეს სხვადასხვა როლი შესთავაზა. თავდაპირველად, იგი ცნობილი გახდა სერიალით "პატარა ქალები" ("Küçük Kadınlar").


ბოლო დროს, ახალგაზრდა მსახიობს აღიარება მოუტანა პოპულარულმა თურქულმა სერიალმა "ერთხელ ჩუქუროვაში" ("Bir Zamanlar Çukurova"), სადაც იგი უმითის როლს ასრულებს.


ამჟამად, ჰანდე სორალი, თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მსახიობი ქალია, რომელსაც უკვე არაერთი კინოსახე აქვს შექმნილი.


აღსანიშნავია, რომ ასევე ცნობილი მსახიობია ჰანდე სორალის და, ბენსუ სორალი, რომელიც ბოლო წლებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა სერიალით "İçerde" (სერიალი ქართულ ტელესივრცეში ცნობილია სახელწოდებით "ძმა").


რაც შეეხება ოჯახურ მდგომარეობას, ჰანდე სორალი, 2017 წლის 14 ოქტომბრიდან, ქორწინებაში იმყოფება. მისი მეუღლე თურქი მსახიობი ისმაილ დემირჩია.



ფილმოგრაფია:

2008 - Komedi Dükkan
2008-2009-2010 - Küçük Kadınlar

2010 - Gecekondu (kendisi)

2011 - Bir Günah Gibi (Figen)

2012 - Alev Alev (Ümran)

2012 - Budala (Seslendirme)

2012–2013 - Böyle Bitmesin (Nilay)

2012 - Gizli Oturum (Kısa Film)

2013 – Fatih (Gevher)

2013 - Çalıkuşu (Azelya)

2014 - Birleşen Gönüller (Genç Cennet)

2014 - Yılanların Öcü (Fatma)

2016 - Biz Size Döneriz (Lale)

2016 - Kalbim Yangın Yeri (Leyla Günsoy)

2017 - Evlat Kokusu (Zeynep Gündoğan)

2017 - Tahin Pekmez

2017 - İsimsizler (Handan)

2018-2019 - Diriliş Ertuğrul (İlbilge)

2021 - Kovala (Oyku)

2021 - Bir Zamanlar Çukurova (ümit)



imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage



დები - ჰანდე და ბენსუ სორალები
image




ჰანდე სორალი, დედასთან და დასთან ერთად
image


ჰანდე სორალი და მისი მეუღლე - ისმაილ დემირჩი
imageimageimage





ასევე დაგაინტერესებთ:


როგორ გამოიყურება დღეს ჯოვანა ანტონელი - ჰადეს გმირი, ბრაზილიური სერიალიდან "კლონი" (+ფოტოები)

image











0
331
შეფასება არ არის
ავტორი:პოკაჰონტასი
პოკაჰონტასი
331
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0