x
image
პოკაჰონტასი
რამდენჯერ უნდა გავიხეხოთ კბილები დღის განმავლობაში - რას გვირჩევს ამერიკის სტომატოლოგთა ასოციაცია
image

გახეხვა, ბუნებრივია, ხელს უწყობს კბილებიდან საკვები ნარჩენების მოცილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში წარმოიქმნება ნადები, რომელიც, თავის მხრივ, შეიცავს ბაქტერიებს. შაქრის შემცველი საკვების, ან სასმელის მიღების შემდეგ, კბილის ზედაპირზე არსებული ბაქტერიები წარმოქმნიან მჟავებს, რომლებიც თავს ესხმიან და აზიანებენ ემალს. მჟავას შეუძლია დაანგრიოს კბილის მინანქარი, რაც იწვევს ღრუების წარმოქმნას.


ამერიკის სტომატოლოგთა ასოციაცია გვირჩევს, რომ დღეში ორჯერ გავიხეხოთ კბილები ფტორის შემცველი პასტით, ყოველ ჯერზე ორი წუთით. რაც შეეხება გახეხვის დროის შერჩევას, უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი: მჟავე საკვების, ან სასმელის მიღების შემთხვევაში, კბილების გახეხვა არაა რეკომენდირებული, რადგან მჟავა ასუსტებს მინანქარს და კვებიდან მოკლე ხანში გაწმენდას შეუძლია მისი დაზიანება.


თუ ჩვეულებრივი ჯაგრისით ვერ ვახერხებთ კბილების ხარისხიანად გახეხვას, ვისარგებლოთ ელექტრო ჯაგრისით, რომელიც გაცილებით ეფექტურად აცილებს ნადებს.



სტომატოლოგები, კბილების გახეხვის გარდა, პირის ღრუს ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად გვირჩევენ შემდეგს:


. ყოველდღიურად გამოვიყენოთ ე.წ. ფლოსი (კბილის ძაფი).

. კბილების ჯაგრისით და ძაფით გაწმენდის შემდეგ, აუცილებლად გამოვირეცხოთ პირის ღრუ წყლით.

. დღის განმავლობაში დავლიოთ ბევრი წყალი (1.5-2 ლიტრამდე).

. ვიკვებოთ ჯანსაღად და მაქსიმალურად შევზღუდოთ რაციონში შაქრის შემცველი საკვები და სასმელი.

. შევცვალოთ კბილის ჯაგრისი სამ თვეში ერთხელ, ან უფრო ადრე.

. დავგეგმოთ რეგულარული ვიზიტი სტომატოლოგთან.




გისურვებთ ჯანმრთელ და ბედნიერ ღიმილს!





ასევე დაგაინტერესებთ:



აი, რატომ უნდა გაყინოთ ლიმონი - ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ ამ ციტრუსზე

image


10 მიზეზი, თუ რატომ უნდა მიირთვათ ხშირად მწვანე ლობიო. ის, რაც შესაძლოა ამ პროდუქტზე არც იცოდით

image


უარი თქვით აბებზე და მიიღეთ ლიმონიანი წყალი, თუ ამ 13 პრობლემიდან რომელიმე გაწუხებთ
image



20 მიზეზი, თუ რატომ მთავრდება უშედეგოდ თქვენი მცდელობა დაიკლოთ წონაში

image







0
83
შეფასება არ არის
ავტორი:პოკაჰონტასი
პოკაჰონტასი
83
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0