x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134330
  • ვიდეო:352438
  • სურათი:508412
რატომ ჩანს კოსმოსიდან ზოგიერთი ქვეყნის საზღვარი ასე უცნაურად?

image

ბევრი ქვეყნის საზღვარი ჩანს კოსმოსიდან გარკვევით. რატომ ხდება ასე, საზღვრები ხომ ხელოვნურად, ადამიანის მიერ და არა ბუნების მიერ არის შექმნილი?

1. ისრაელი და ეგვიპტე 208 კმ.-იანი საზღვრით არის გაყოფილი. ეგვიპტის მხარე უფრო ღია ფერისაა. როგორ გგონიათ რატომ?

image

ბედუინთა ტომები, რომლებიც ეგვიპტის ტერიტორიაზე ცხოვრობენ, ხშირად და ძალიან დიდი რაოდენობის საქონელს მწყემსავენ ამ ადგილებში, აქედან გამომდინარე, მცენარეული საფარი ეგვიპტეში ძალიან სწრაფად მცირდება.

2. ჰაიტი მარცხნივ და დომინიკელთა რესპუბლიკა მარჯვნივ. ბუნებრივი გამყოფი ამ ორ ქვეყანას შორის მდინარეა. ლანდშაფტი აქ ხომ ერთნაირია, მაშ რატომ აქვთ ასეთი კონტრასტული საზღვარი ამ ორ აფრიკულ ქვეყანას?

image

მთავარი მიზეზი ფოტოზე ასეთი კონტრასტისა არის ის, რომ ჰაიტიზე უკონტროლოდ ხდება ტყეების გაჩეხვა და ქვეყანა ნელ-ნელა უდაბნოს ემსგავსება.

3. საზღვარი ყაზახეთსა და ჩინეთს შორის-მკვეთრი კონტრასტი. ეს ფოტო თანამგზავრიდანაა გადაღებული. მარცხნივ ყაზახეთია, ბალხაშის ტბის მიმდებარე ტერიტორია. ეს ტერიტორია ბუნებრივად საკმაოდ გვალვიანია, როგორც ყაზახეთში, ისე ჩინეთში. მაშინ რატომ არის ასეთი განსხვავება?

image

კონტრასტის მიზეზი ჩინეთის აქტიური სოფლის მეურნეობაა. იქ მიწის მცირე ნაწილსაც არ ტოვებენ დაუმუშავებელს, მოსავალი რომ აიღონ და მრავალრიცხოვანი მოსახლეობა გამოკვებონ. ყაზახეთში კი მიწების მხოლოდ 0, 03 %-ს ითვისებენ.

4. მკვეთრი ნარინჯისფერი ზოლი საზღვარია, რომელიც ინდოეთს და პაკისტანს ყოფს. თითქოს ვიღაცამ დიდი ფლომასტერით სპეციალურად გახაზა.


image

ინდოეთის ხელისუფლებამ საზღვრის გასწვრივ იმდენად ძლიერი პროჟექტორების კედელი აღმართა, რომ ის კოსმოსიდანაც კი ჩანს. ეს იმისთვის გაკეთდა, რომ პაკისტანის მხრიდან არ მოხდეს უკანონოდ საზღვრის გადაკვეთა, იარაღის კონდრაბანდა და სხვ. არის მხოლოდ ერთი პუნქტი, სოფელი ვაგაჰი, საიდანაც ოფიციალურად შეიძლება ამ ორ ქვეყანას შორის საზღვრის გადაკვეთა.






ეს საინტერესოა:





ცნობილ ალამუთის ციხეში (მე-9 ს.) უნიკალური საინჟინრო შედევრი აღმოაჩინეს

image


მსოფლიოს ყველაზე საოცარი საინჟინრო ქმნილებები

image


GOOGLE-ის რუქებზე ახლადდაკრძალული ცხედრები დაინახეს

image


შიშისმომგვრელი ადგილები Google რუკებზე, რომლის ფოტოებმაც სოცქსელები მოიარა

image


ჩინეთის (მსოფლიოში უდიდესი) კაშხალი-სახიფათოა და ნამდვილად კაცობრიობის კეთილდღეობას ემსახურება?(ვიდეოც)

image


კაშხლის კატასტროფა საფრანგეთში და სიკვდილისშემდგომი ქორწინებების კანონის მიღება

image


საინტერესო ფაქტები და მოსაზრებები შავი ზღვის შესახებ

image


ანტარქტიდაში აღმოჩენილი გიგანტური "შესასვლელები". ხელოვნურია თუ ბუნებრივი წარმონაქმნი?

image


ანტარქტიდის გამოცანა: შუქი სავარაუდო ლუკიდან გამოდიოდა? და გვირაბის თავზე მდებარე გაყინული ტბების დნობა(ვიდეო)

image






0
649
3-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
649
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0