x
image
alex999
Mediator image
მეცნიერულად შეუძლებელი, მაგრამ 5 რეალური ადგილი დედამიწაზე!

image

ჩვენი პლანეტა სავსეა მომხიბვლელი ადგილებით, რომელიც აღმოჩენის მოლოდინშია. დღეს საუბარი გვექნება იმ 5 ადგილზე, რომელიც თვით სპეკტიკოსებსაც კი გაოცებულს ტოვებს.


1. "კანიო კრისტალეს" - 5 ფერიანი მდინარე (კოლუმბია)

image

კანიო კრისტალესი წელიწადში ერთხელ "ყვავილობს" და სხვადასხვა ფერებად გარდაიქმნება. ულამაზესი სანახაობა ივლისიდან ნოემბრამდე გრძელდება. ბუნების საოცარი მოვლენა წყალქვეშა მცენარეების აყვავებასთანაა დაკავშირებული. მდინარის სიგრძე 100 კილომეტრს აღწევს. "5-ფერიანი მდინარე", — ესაა კანიო კრისტალესის ყველაზე ცნობილი სახელი. კაშკაშა წითელი, ყვითელი, ხასხასა მწვანე, ლურჯი და შავი — თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში გრძელდება. იმის მიუხედავად, რომ მდინარე ივნისიდან ნოემბრამდე "ყვავილობს", მისი ფერები გამოღვიძებას მაისიდან იწყებენ და ხანდახან დეკემბრამდეც კი აღწევენ. ეს საოცარი ადგილი მეცნიერებისთვის კვლავ დიდ თავსატეხს წარმოადგენს.







2. მოხრილი ტყე (პოლონეთი)

image

პოლონეთის მხარე დასავლეთ პომერანიაში, გერმანიის საზღვართან მდებარე სოფელ ნოვო ჩარნოვოსთან ე.წ. „მოხრილი ტყე“ არსებობს, რომლის ოთხასზე მეტი ხე ძირიდან უცნაურადაა მოღუნული. ფიჭვების უმრავლესობა იმდროინდელ გერმანიის ტერიტორიაზე 1930-34 წლებში დაირგა. სიმაღლეში 15 მეტრამდე იზრდებიან. ეს ტყე ტურისტებისთვის საკმოად პოპულარული და მიმზიდველი ადგილია. ყოველწლიურად ათასობით ტურისტი ამ ტყეს სტუმრობს.


ფიჭვების უცნაური ფორმის ზუსტი მიზეზი არავინ იცის, თუმცა გავრცელებული ვარაუდით, ხეები განზრახ, ხელოვნურად, მექანიკურად იქნა დაღუნული, რათა სასურველი ავეჯის სახით გამოსაყენებელ მასალისთვის სასურველი ფორმა თავიდანვე მიეცათ. ასევე არსებობს მეორე ვერსია, რის მიხედვითაც ხეებმა დაგრეხილი ფორმა დიდთოვლობის დროს, თოვლის ზეწოლის შედეგად მიიღეს. მაგრამ როგორც ზემოთ ვახსენეთ, ზუსტი მიზეზი არავინ იცის და მკვლევარები კვლავ აქტიურად მუშაობენ, რათა გაარკვიონ სინამდვილეში რამ გამოიწვია ხეების ასეთი ვიზუალი.








პატომსკის კრატერი (რუსეთი)

image


ეს კრატერი 1949 წელს ციმბირში ექსპედიციის დროს გეოლოგმა ვადიმ კოლპაკოვმა აღმოაჩინა. ამ აღმოჩენამ ძალიან ბევრი კითხვა დაბადა საზოგადოებასა და მეცნირებს შორის. ადგილობრივი იაკუტები მეცნირებს კრატერთან ახლოს მისვლის საშუალებას არ აძლევდნენ და მათ აფრთხილებდნენ წყევლის შესახებ, რომელიც ამ კრატერში იმალებოდა. იაკუტელები ამ კრატერს "ცეცხლოვანი არწივის ბუდე"-ს უწოდებდნენ.


კრატერის თავი ვულკანს ჰგავს, მაგრამ ამ ტერიტორიზე თითქმის 5 მილიონი წელია ვულკანი არ ამოფრქვეულა. კვლევების თანახმად, დადგინდა, რომ კრატერი 250 წლისაა. როდესაც კრატერის გარშემო არსებული ხეები გამოიკვლიეს, მივიდნენ იმ შედეგამდე რომ ხეები იზრდებოდა იმავე პირობებში, როგორც ჩერნობილში გაზრდილი ხეები. აღმოჩენის შემდეგ, წარმოშობის უამრავი თეორია წარმოიქმნა, თუმცა ყველაზე რეალური მეტეორის შედეგად წარმოქმნაა, მაგრამ აქაც არის პრობლემა.... კრატერი არცერთ ცნობილ მეტეორულ ტიპს არ მიეკუთვნება. მეცნიერები ამ კრატერის შესახებ კვლევებს აგრძელებენ, რუსეთი მთავრობის თხოვნის, კვლევები საიდუმლოდ მიმდინარეობს.







მდინარე წყალქვეშ - "Cenote Angelita" (მექსიკა)

image


Cenote Angelita-ს გამოქვაბული საოცარი ადგილია მყვინთავებისთვის, ის მდებარეობს მექსიკაში. ეს გამოქვაბული წყლით არის სავსე. რაც უფრო ღრმად ჩადიხართ სუფთა წყალი იცვლება მარილიანი წყლით, ხოლო როცა ფსკერს მიაღწევთ დაინახავთ მდინარეს და ხეებს. 30 მეტრის სიღრმეზე წყალი სუფთაა, 60 მეტრის სიღრმეზე კი მარილიანი ხდება. სინამდვილეში ეს არ არის ნამდვილი მდინარე, უბრალოდ წყალბადის სულფიდის ფენაა (H2S) . თუმცა კვლევები კვლავ მიმდინარეობს, რათა უფრო მეტი ინფორმაცია იქნეს მიღებული.







სოფელი კოდინი (ინდოეთი)


image


მსოფლიოში ტყუპების მაჩვენებელი ძალიან დაბალია. თუმცა დედამიწაზე არსებობს ერთი წერტილი, სადაც ძირითადად ტყუპები ცხოვრობენ... რა არის ეს? დამთხვევა... სასწაული... თუ უბრალოდ ისინი ახერხებენ ყველას მოტყუებას? 2000 ოჯახს 220 ტყუპი ჰყავს. გასულ წელს 15 ტყუპი დაიბადა, ხოლო ბოლო 5 წელიდაში 60. ეს მაჩვენებლი ნამდვილად საოაცარია და მეცნიერები ცდილობენ ამ საიდუმლოს ამოხსნას.

























სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



>>>>> თქვენთვის საინტერესო <<<<<



ამ დამთხვევების შემდეგ ვრწმუნდებით, რომ დედამიწაზე არსებობს რაღაც უცნაური!

image




ცხოვრება მოულოდნელობებით აღსავსეა - კადრი დაქორწინებამდე რამოდენიმე წლით ადრე...

image




საინტერესო ფაქტები, რომლებიც ცოდნას გაგიღრმავებთ!

image




რესტორნები, სადაც მხოლოდ ყველაზე იღბლიან ადამიანებს შეუძლიათ სტუმრობა

image




5 ბუნებრივი კატასტროფა, რომელიც შესაძლოა 2021 წელს განხორციელდეს

image




"დიდი კაცის პროექტი" - ასე უწოდებენ მსოფლიოს მერვე საოცრებად აღიარებულ კადაფის დაუჯერბელ პროექტს

image




ცნობილ ნახატებში დამალული საიდუმლოებები - ადამის შექმნა

image






0
1329
3-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
1329
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0