x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134031
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
აეროპორტის თანამშრომლები არასოდეს არ იწყენენ - გახალისდით!
ავიაცია - (ფრანგული aviation < ლათინური avis – ფრინველი) დედამიწის ირგვლივ საჰაერო სივრცეში ფრენისათვის განკუთვნილი ჰაერზე უფრო მძიმე საფრენი აპარატების განზოგადებული სახელწოდებაა.



პირველი თვითმფრინავები შენდებოდა ემპირიულად, თვითმფრინავმშენებლობის მეცნიერული ბაზები არ არსებობდა. მხოლოდ XIX საუკუნის დამლევს – XX საუკუნის დამდეგს გაჩნდა თეორიული და მეცნიერული გამოკვლევები ავიაციის დარგში. დაიწყო ფრენის თეორიის შემუშავება. თვითმფრინავის პირველი წარმატებული ფრენა მოეწყო 1903 წლის 17 დეკემბერს (ამერიკელ მექანიკოსები ძმები უ. და ო. რაიტები). ამის შემდეგ შეიქმნა სხვადასხვა ტიპის თვითმფრინავები ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში.



image



სამოქალაქო ავიაცია

სამოქალაქო ავიაცია განკუთვნილია მგზავრთა გადაყვანის, ტვირთის გადაზიდვისა და ეკონომიკის სხვადასხვა დარგების მომსახურებისათვის. გამოიყენება, აგრეთვე ადგილმდებარეობის აეროფოტოგადაღებისთვის, წიაღისეულის დაზვერვისათვის და სხვა. მრავალ ქვეყნაში მოიცავს საჰაერო ტრანსპორტის რეგიონულ სამმართველოებს, საწარმოო გაერთიანებებს, ავიაკომპანიებს, აეროპორტებს, სასწავლო-საწვრთნელ ცენტრებს, სამეცნიერო-კვლევით და საპროექტო ორგანიზაციებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს.








აეროპორტი — არის საწარმო, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების მომსახურებას და უზრუნველყოფილია საბაჟო, სასაზღვრო და სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლით.




თანამედროვე აეროპორტი ტექნიკური თავალსაზრისით, წარმოადგენს საინჟინრო-ტექნიკური მოწყობილობების რთულ კომპლექსს, რომელიც შეიცავს აეროდრომს, სამგზავრო ტერმინალს, რომელიც განკუთვნილია გაფრენამდე და გაფრენის შემდეგი მომსახურებისათვის, სატვირთო ტერმინალი, სამოსამსახურეო ტექნიკური ტერიტორია, აეროდრომის წინა ტერიტორია და სხვა. იურიდიული თვალსაზრისით „აეროპორტი“ განისაზღვრება, როგორც ავიასაწარმო, რომელიც ახორციელებს მგზავრების, ხელბარგის, ტვირთების მიღებას და გაგზავნას და საჰაერო ხომალდების მომსახურებას. სხვა სახელმწიფოების კანონმდებლობაში „აეროპორტის“ განსაზღვრება არ არის მოცემული, თუმცა მასში თვით ეს ტერმინი ზოგჯერ გამოყენებულია. აეროპორტში საერთაშორისო რეისების მგზავრებთან დაკავშირებით ეროვნული წესები ითვალისწინებს საბაჟო-ადმინისტრაციული ფორმალობის დაცვას, რომელსაც წარმოადგენს საბაჟო შემოწმება; სანიტარული-საკარანტინო კონტროლი, საპასპორტო კონტროლი; სპეციალური კონტროლი.




საბაჟო კონტროლი შედგება საბაჟო დეკლარაციის შევსებისაგან და საკუთარი ტვირთის წარმოდგენისაგან საბაჟო დეკლარაციაში და პასპორტის შემოწმება საბაჟო ინსპექტორის მიერ.




სანიტარული-საკარანტინო კონტროლი შედგება პირად შემოწმებისაგან, ჩამოფრენილი და გასაფრენი მგზავრების შემოწმებას (სამედიცინო სერტიფიკატი, რომელიც აუცილებელია ქვეყანაში ტრანზიტის შეტანისათვის). აცრების დამადასტურებელი სერტიფიკატის გარეშე მგზავრი შეიძლება არ დაიშვას გაფრენისთვის.



საპასპორტო კონტროლი გულისხმობს, ჩამოსასვლელი და წამსვლელი ვიზების სინამდვილესთან შემოწმებას და ასევე ტრანზიტული ვიზის არსებობას განსაკუთრებულ შემთხვევაში.




სპეციალური კონტროლი გულისხმობს იმას, რომ მგზავრები გადიან ფრენის უსაფრთხოებისათვის შემოწმებას, რომელიც შედგება მგზავრის ნივთების შემოწმებით, არის თუ არა ფრენისათვის დაშვებული ნივთები საჰაერო ტრანსპორტში. მასში ნაგულისხმევია ცეცხლსასროლი და ცივი იარაღი, საბრძოლო და არაფეთქებადი ხელსაწყოები, საწამლავი, შხამიანი, ფეთქებად საშიში და ა.შ.





აეროპორტი კი სწორედ ის ადგილია, სადაც ფრენით თუ ლოდინით დაღლილი მგზავრები სახალისოდ გაგართობენ. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც არც მგზავრები და არც პერსონალი, არასოდეს არ მოიწყენს. ამის სიტყვებით ახსნა რთულია, ნებისმიერი თქვენგანი დაგვემოწმება თუ ერთხელ მაინც უმგზავრიათ თვითმფრინავით.



imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage





იხილეთ აგრეთვე:





აეროპორტი - ადგილი, სადაც წარმოუდგენლად სასაცილო ამბები ხდებაimage




რას აკეთებენ "სტიუარდესები" მანამ, სანამ ჩვენ ავალთ თვითმფრინავში?image





თვითმფრინავის საიდუმლო ოთახი, რომლის შესახებ აქამდე არ იცოდითimage


3
852
7-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
852
  
2021, 26 მაისი, 15:08
თან როგორი! ქალების წივილი, ბავშვებისათვის თვალებზე ხელების აფარება.
შოუ დადგა ტიპმა. :)
2021, 26 მაისი, 15:06
დადგა სანახაობა? :)))
2021, 26 მაისი, 13:05
კარგი იყო. :)))
წლების წინ უკრაინაში, ბორისპოლის აეროპორტში შევესწარი სიტუაციას, მთვრალმა ახალგაზრდა კაცმა, რომელიც ბორტზე სიმთვრალის გამო ბორტზე არ აუშვეს ნამდვილი სტრიპტიზი მოაწყო ცენტრალურ დარბაზში, თან სწრაფად დარბოდა და დაცვის სამსახურმა ვერ დააკავა მანამ, სანამ ბოლომდე არ გაშიშვლდა. :)
0 1 3