x
image
natia.a
შიშველი სილამაზე - სკანდალური ფოტოები, რომლებიც სსრკ-ს ცენზურამაც კი ვერ შეაჩერა

image



"ქალი, ეს ადამიანი არ არის, ეს სხვა არსებაა."


საბჭოთა ეპოქის ფოტოგრაფი და რომანტიკოსი, რიმანტას დიხავიჩიუსი პირველი ფოტოხელოვანი იყო, რომელმაც სსრკ-ში ქალის სილამაზისადმი მიძღვნილი საავტორო ალბომი გამოსცა. ალბომმა, სახელწოდებით, "ყვავილები ყვავილებს შორის", რომელიც წარმოდგენილი იქნა 1987 წელს მოსკოვის საერთაშორისო წიგნის გამოფენაზე, სკანდალური ეფექტი მოახდინა.



image



"იმ დროს ტოტალური ცენზურა არსებობდა. ეს თემა აკრძალული იყო და ვერც ერთი დასავლური წიგნი, რომელიც მას ეხებოდა, გამოფენაზე ვერ მოხვდა. და უცბად რას ვხედავთ საბჭოთა სტენდზე, ლიტვურზე... სტენდს იმდენი მნახველი მიაწყდა, იძულებული გახდნენ, ალბომი გაეტანათ. გაოცება იმდენად დიდი იყო, რომ კრიტიკისთვის დრო არავის დარჩა." - იხსენებს ფოტოგრაფი.


უცხოელ ექსპერტებს უკვირდათ, როგორ გაჩნდა ასეთი მაღალი დონის ფოტოგრაფია ქვეყანაში, სადაც შიშველი სხეულის ასახვა 70 წლის მანძილზე აკრძალული იყო.


რიმანტას დიხავიჩიუსი ყოველივე ამაზე არ დაფიქრებულა, იგი უბრალოდ იღებდა წარმავალი სილამაზის პოეტურ, მაღალხარისხიან ფოტოებს.


სტალინის ეპოქაში პატარა რიმანტასი მშობლებთან ერთად, ათასობით ლიტველის მსგავსად, ციმბირში იქნა გადასახლებული. მიუხედავად იმისა, რომ სულ მალე დაკარგა დედა და "ხალხის მტრების" შვილებისთვის განკუთვნილ სპეცდაწესებულებაში მოხვდა, რიმანტასი არ გაბოროტებულა, პირიქით, ყველაში და ყველაფერში სილამაზეს ეძებდა.

image

"ახლა სილამაზეს სჭირდება გადარჩენა, მას უნდა გავუფრთხილდეთ, გადავცეთ სხვებს. აი, მაშინ დაიწყებს თავად სილამაზე სამყაროს გადარჩენას." - ამბობდა ფოტოგრაფი ჯერ კიდევ "აკრძალული სილამაზის" ეპოქაში.

image

დღეს კი, დიხავიჩიუსის აზრით, ხელოვნებაში უკვე ქალის სახის ექსპლუატაცია ხდება, რაც მისთვის მიუღებელია. "სხეულის წმინდა თემა პრიმიტიული პროდუქცია გახდა. მინდა დავტოვო ეს სფერო." - განაცხადა ფოტოგრაფმა.

image

ალბომი - "ყვავილები ყვავილებს შორის" კი დღესაც რჩება უმაღლესი კლასის ფოტოხელოვნების ნიმუშად.

imageimageimageimageimage

ასევე დაგაინტერესებთ:

ცეკვა "ქართული" - რა იმალება ყველა ქართველისთვის საყვარელი ცეკვის მიღმაimage


ეს ლექსები ყველამ ზეპირად იცის, მაგრამ იცით კი ავტორები? - ტესტიimage

"უდანაშაულო" ფოტოები, რომლებიც პიკანტური აზრებისკენ გვიბიძგებს - დააკვირდითimage

როგორ იღებენ "ცხელ" ფოტოებს "Playboy"-სათვის - რა ხდება კულისებშიimage

დააკვირდით ფეხებს! - რას მალავს 1533 წელს შექმნილი ერთ-ერთი პირველი ოპტიკური ილუზიაimage




1
347
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
347
  
2021, 17 თებერვალი, 1:09
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1