ასტროლოგია იცით, რომელია ყველაზე ცუდი ქმარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით? 2020, 3 მარტი, 10:41 ასტროლოგია არის ერთ-ერთი ეზოთერული სწავლება (სფერო), რომელიც ადამიანის პიროვნებასა და მიმდინარე მოვლენებს ახასიათებს პლანეტის განლაგების მიხედვით. დღეს, საზოგადოებაში ასტროლოგიისადმი დაინტერესება დიდია, თუმცა ყოველკვირეული პროგნოზი არაა ასტროლოგია, ის ბევრად უფრო ფართო სფეროა.
მაშასადამე, ასტროლოგია შეგვიძლია მივიჩნიოთ სფეროდ, რომელიც იყენებს ზუსტ მეცნიერებას, ასტრონომიას, მათემატიკასა და სულიერ მეცნიერებას - "ეზოთერიკას". ფაქტობრივად, მასში შერწყმულია მატერიალური და სულიერი, ორი მეტად განსხვავებული, მაგრამ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული სამყარო. ზუსტი მეცნიერების მიხედვით თვლიან პლანეტის მოძრაობას, გადაადგილებას, მდებარეობას, ხოლო სულის მეცნიერების, ფსიქოლოგიისა და სხვა ეზოთერული სფეროების მეშვეობით ცდილობენ ახსნან ნებისმიერი მოვლენა თუ მახასიათებელი. შესაბამისად, ასტროლოგია ვერ იქნება ვერც სიცრუე და ვერც მეცნიერება, ის ორი მნიშვნელოვანი სამყაროს ნაზავია. აბსოლუტურად ყველა ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ მამაკაცს შეუძლია იყოს როგორც ცუდი, ასევე კარგი ქმარი და ეს დამოკიდებულია მის ბუნებასა და აღზრდაზე. თუმცა, ასტროლოგები გვინმარტავენ, რომ არსებობს ზოდიაქოს გარკვეული ნიშნები, რომლებიც ყველაზე შესაფერისები არიან ქორწინებისთვის და პირიქით. დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ ყველაზე ცუდ ქმარზე ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით. განსაცვიფრებელ მანიპულატორსა და მატყუარა "ტყუპებს" შეუძლია, გარშემო ყველა, თითის წვერზე ატრიალოს. ის ძალზედ აფასებს თავის პიროვნულ თავისუფლებას და არ აძლევს მეუღლეს უფლებას, რომ თავში შეუძვრეს. მას შეუძლია ერთდროულად სხვადასხვა ნივთებით გაერთოს და თუ არ გაგიმართლათ, ესეიგი ის შეიძლება რამდენიმე ქალმაც გაიტაცოს. რთულად კონცენტრირდება კონკრეტულზე, არის თავქარიანი და არასტაბილური. თითქმის არასდროს აკეთებს ინვესტიციას ოჯახში, არის ზარმაცი და უპასუხისმგებლო. P.S. მანამ, სანამ აბობოქრდებით, შეგახსენებთ, რომ გამონაკლისებიც არსებობენ. :) იხილეთ აგრეთვე: 3 ყველაზე ცუდი "ბოსი" ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ცოდვების ჰოროსკოპი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის - გაიგე, რას სცოდავ შენ! ყველაზე "მოგულავე " და მოღალატე მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით 532 7-ს მოსწონს
|