გასაიდუმლოებული არაფორმალური ბანაკები სამეგრელოში 31 აგვისტო 2012, 19:53:29
AUTO PLAY
საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ ლიდერები - კახა მიქაია და დავით სორდია „ინფო9“-ის ჟურნალისტს დაუკავშირდნენ და სამეგრელოს ტყეებში სხვადასხვა არაფორმალური დაჯგუფებების არსებობის შესახებ აცნობეს.. მათ ეს ინფორმაცია ამ ფორმირებების დისლოცირების ადგილებთან ახლოს მცხოვრები მოსახლეობისგან მიიღეს. „ინფო9“-ის ჟურნალისტმა ფარული კამერით გადაიღო ბანაკი წალენჯიხის რაიონის სოფელ სქურთან, ტყეში. მეორე დღეს კი „ინფო9“-ის გადამღები ჯგუფი, ტელეკომპანია „მაესტროს“ და ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ გადამღებ ჯგუფებთან ერთად, არაფორმალურ ბანაკში კიდევ ერთხელ მივიდა.
1
|
|