ლი და სტეისი ჰართების სახლის პარანორმალური მოვლენები - II 10 მაისი 2022, 17:54:38
AUTO PLAY
ინგლისში, ქალაქ მანჩესტერში მცხოვრები ცოლ-ქმრის ლი და სტეისტი ჰართების სახლი 2019 წლიდან გახდა შეპყრობილი და განუწყვეტლად ხდება პარანორმალური მოვლენები. პოლტერგეისტის აქტივობა. ლი ჰართმა, ოჯახის უფროსმა, შეიძინა სათვალთვალო კამერები, დააყენა თავისი სახლის ყველა ოთახში და აგროვებს ამ აქტივობის დამადასტურებელ ყველა ვიდეო მტკიცებულებას, რომელსაც ხშირად აქვეყნებს თავისივე იუთუბ-არხზე სახელწოდებით: Really Haunted. პარანორმალური მოვლენები მის სახლში დაიწყო ლის ქალიშვილის მიერ სახლში თოჯინის მოტანის შემდეგ, რომელიც როგორც აღმოჩნდა შეპყრობილი იყო და დღემდე, 2022 წლამდე გრძელდება მიუხედავად იმისა, რომ საქმეში მრავალჯერ ჩაერია მღვდელი და ჩატარდა სახლის კურთხევის და სულის განდევნის საეკლესიო რიტუალები. მამამ - ლი ჰართმა შეამჩნია რომ ამ თოჯინის სახლში შემოტანის შემდეგ დაიწყო პარანორმალური აქტივობა, ამიტომ გაიტანა სახლთან ახლოს და თოჯინა დაწვა, მაგრამ ამან საქმე მხოლოდ გაამწვავა იმიტომ რომ აქტივობა არათუ დასრულდა, არამედ გახშირდა და უფრო თვალსაჩინო და საშიში გახდა იმდენად, რომ ღამეები ვეღარ ეძინა ოჯახს. ამის გამო თავიანთ ეზოში მოუხდათ დაედგათ ვაგონი, რომელშიც იძინებენ მაშინ, როცა სახლში პარანორმალური აქტივობის გამო ძილი უბრალოდ შეუძლებელი ხდება. ოჯახი სახლს არ ტოვებს ორი მიზეზით, მათი სახლი უკვე ცნობილია და არავინ იყიდის და არც უნდათ მიატოვონ თავიანთი მაღალი ფასის მქონე სახლ-კარი. ამავე დროს ლი ჰართი დაინტერესებულია ამ აქტივობით და იმით, რომ მსოფლიოში სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები საბოლოოდ დაარწმუნოს, რომ პარანორმალური რეალობა, სულები არსებობს და ეს არ არის გამონაგონი. ამიტომ სანამ შეუძლია და ესკალაცია სიცოცხლისთვის საშიში არ გახდება, ბოლომდე აპირებს შეაგროვოს ვიდეო-მტკიცებულებები.
21
|
1099.00
k
1499.00
k
|