სიღნაღში გასხვისებული მიწების დაბრუნების მოთხოვნით აქცია გაიმართა [იხ. ვიდეო] 15 მარტი 2018, 02:07:06
AUTO PLAY
მიწა რომ ხალხის საკუთრებაა, ეს ეროვნული სამართალშეგნება ერმაც და ბერმაც, ოდითგანვე, ქვეყნის უზენაესი კანონის არცოდნის გარეშეც კარგად იცის. თუმცა, ისიც კარგად იციან რომ საკუთრებაში მხოლოდ ამის ცოდნაღა შემორჩათ. სწორედ ამ საკითხით აღშფოთებული კახელების ნაწილი ადგილობრივი თვითმმართველობის შენობასთან კიდევ ერთხელ შეიკრიბა იმ მიზნით, რომ ვინმეს მათი გასაჭირი, იქნებ, ამ ჯერზე მაინც მოესმინა. სოფლის მოსახლეობას სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწები ყოფილი ხელისუფლების პირობებში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ისე მიყიდეს, რომ მათთვის არც უკითხავთ და არც შეუთავაზებიათ იქნებ საკუთარი მიწის ყიდვის სურვილი თავადაც ჰქონოდათ. ცდას არ აკლებენ და სახნავ-სათესი, საძოვარი მიწისა და საერთოდაც ულუკმაპუროდ დარჩენილი გლეხები ვიდრე სოფლის დატოვების გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, საშველად ყველა პასუხისმგებელ პირს, კიდევ ერთხელ მიმართავენ.
287
|
29.00
k
45.00
k
|