„ქიზიყური ტრადიციული“ ღვინის პრეზენტაცია დედოფლისწყაროში (ვიდეო) 7 მარტი 2018, 22:43:56
AUTO PLAY
დედოფლისწყაროში ნატურალური მეღვინეობის პრინციპებით დამზადებული „ქიზიყური ტრადიციული“ ღვინის პირველი პროდუქცია ჩამოისხა. პრეზენტაციას ცნობილი სახეებიც ესწრებოდნენ. ქვევრი გახსნამდე ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა ნიკოლოზ ლომსაძემ აკურთხა. როგორც მეწარმე ვანო ლოლაშვილი ამბობს, ორიენტირებულია ნატურალურ ბიო პროდუქციაზე, ძირძველი ტრადიციების დაცვით, რაც მათ წარმოებას ბაზარზე არსებული პროდუქციისგან გამოარჩევს. ღვინო რქაწითელი დაყენებულია ტრადიციული კახური მეთოდით ქვევრში, სრულ ჭაჭაზე. ვენახი გაშენებულია დედოფლისწყაროში, ელიას მთის კალთაზე და მაქსიმალური ხარისხის მისაღწევად ვაზის მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ გამოიყენება მხოლოდ ბიოპრეპარატები.
61
|
29.00
k
45.00
k
|