ჩატაევი იყო არაფრის მაქნისი, გამორიყული ადამიანი, შნო რომ არ აქვს - მაჩალიკაშვილი 6 თებერვალი 2018, 14:51:40
AUTO PLAY
თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა „ობიექტივის“ ეთერში ახალ დეტალებზე ისაუბრა და აჰმედ ჩატაევთან მისი უარყოფითი დამოკიდებულება არ დამალა. „არ მსიამოვნებს, ჩატაევზე რომ ვსაუბრობ. ჩატაევი ამათ გახადეს ბენლადენის ტოლფასი, თორემ ის არაფერი არ იყო. არც მეთაური იყო, არც მხედართმთავარი იყო, არც საშიში. ის ისლამური სახელმწიფოსგან გამორიცხული, გამოდევნილი იყო. არაფრის გამკეთებელი არ იყო, საფრთხეს არ წარმოადგენდა. ყველა დეტალზე რაღაც ინფორმაციებს ჩემით ვაგროვებ. იქიდან ლიდერებმა გამოაძევეს, როგორც არაფრის შნო რომ არ აქვს და არაფრის გამკეთებელი. მაგრამ ამათ სასჭირდათ და აქ რომ ჩამოვიდა ასე თქვეს. თემირლანს და ჩატაევს არანაირი კავშირი არ ჰქონია. თუნდაც რომ ჰქონოდა, ალაჰს ვფიცავ არ დავმალავდი.... ალაჰს ვფიცავარ, არავის თავს არ ვაცოდებ, არავისი მცხვენია, არავისი მეშინია, არავისთან საბოდიშო არ მაქვს. ერთი მყავდა, მაგრამ ჩატაევთან კავშირი რომ ჰქონოდა მე დავახრჩობდი“.
1014
|
|
ცალხელა და ცალფეხა კაცი ტერორისტების მოზრდილ რაზმს ედგა სათავეში და არაფრის მაქნისიო! სასაცილოა, სატირალი, რომ არ იყოს.