თურქებმა ქართული ცეკვა თურქულ ნაციონალურ ცეკვად გაასაღეს 16 სექტემბერი 2017, 10:00:06
AUTO PLAY
ამის შესახებ ინფორმაციას ერთ-ერთი ქართველი ტურისტი ავრცელებს,რომელიც თურქეთის ალანიაში ისვენებდა:" ვიმყოფოდი ალანიაში, სასტუმროს ჰქვია "მუკარნასი", მის ტერიტორიაზევეა საკონცერტო დარბაზი, ამფითეატრი, სადაც ყოველ საღამოს იმართება სხვადასხვა ფართები. ერთ ერთი რომ გაიმართა, თურქული ნაციონალური ცეკვებიო, ეწერა. ტვინში სისხლი ჩამექცა ლამის როცა ყველა მათ მიერ შესრულებული ცეკვა იყო ქართული, სანამ მე გავაპროტესტებდი ამას, სხვა ქართველებმა აწიეს ამბავი, ეს ქართული ცეკვებიაო, საღამოს მენეჯერმა და დაცვამ ისინი ჩხუბით და მუქარით გააძევა დარბაზიდან, ვერ მოვითმინე მივედი და ვუთხარი - ეს არის ქართული ცეკვები და ხალხი რატომ შეგყავთ შეცდომაში მეთქი, ამაზე მიპასუხა, რომ ეს კავკასიური ცეკვებია და რა მნიშვნელობა აქვსო. სხვათაშორის დასში ქართველი მოცეკვავეებიც არიან და თუ ენას არ გააჩერებთ თქვენც, იმ ქართველებსაც ვინც ახლა გავყარეთ და მათაც დიდ პრობლემებს შეგიქმნითო. მე რა თქმა უნდა არ დავუთმე, ძალიან გამაღიზიანა ამ ყველაფერმა, თუ არ გაჩერდები საერთოდაც ისე მოვაწყობთ რომ ფეხით გაგიშვებთ შენს საქართველოშიო, იმ შენს ქართველებსაც ვიცნობთ, ვიცით სად არიან დაბინავებულები და საკადრის პასუხს გავცემთო აქ დებოშის მოწყობისთვისო, დიდ პრობლემებს შევუქმნითო. აი ასე, გამწარებული დავუბრუნდი ჩემს სკამს და ვუყურებდი ჩემს ნაციონალურ ქართულ ცეკვებს როგორ ასაღებდნენ თურქულ ცეკვებად, როგორ ცეკვავდნენ ქართველი გოგო ბიჭები, რომელთაც ანაზღაურების სანაცვლოდ პროტესტის გრძნობაც არ ჰქონდათ. ცრემლი მომაწვა სიმწრისგან, ყველა ყველაფერს გვართმევს და ვართ ასე წყნარად და შემრიგებლურად, მინდა კულტურის სამინისტროს მივაწოდო ეს ამბავი, ასევე "სუხიშვილებს" და იქნებ დაუკავშირდნენ კონკრეტულ თურქულ დასს და პასუხი მოსთხოვონ ქართული ცეკვების მიტაცებაზე.."
17
|
|