შსს-მ ორი ავტომანქანის გაქურდვის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. 20 მარტი 2016, 11:38:22
AUTO PLAY
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მეშვიდე განყოფილების და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლაშა ი. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ტაშკენტის ქუჩაზე, ორი ავტომანქანის უკანა საქარე მინები ჩაამტვრია, საიდანაც სალონში შეღწევა მოახერხა და ავტომანქანები გაქურდა. სამართალდამცველებმა შალვა ი. შემთხვევის ადგილზევე დააკავეს და ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
0
|
55.00
k
150.00
k
|