მამა სერაფიმეს არამეული გალობა 29 ოქტომბერი 2015, 22:47:53
AUTO PLAY
37 წლის ბერ-დიაკვანი, მამა სერაფიმე ასურელია და მისი მშობლიური ენა არამეულია. ბერ-დიაკვანი 24 წლის ასაკამდე საერო ცხოვრებას მისდევდა, აღმოსავლურ ორთაბრძოლაში ასპარეზობდა, უკრაინაში კი დეპუტატების დაცვის სამსახურის უფროსი იყო. თუმცა, მის ცხოვრებაში მოხდა ცვლილებები, რომლებმაც მას მონაზვნად აღკვეცა გადააწყვეტინეს. მამა სერაფიმეს შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ შეიტყო და საქართველოში მცხოვრებ ასურელ ხალხს ისე წარუდგინა, როგორც “ასურელების მოძღვარი”. უწმინდესის იდეა იყო, მამა სერაფიმეს არამეული კარგად შეესწავლა და შემდეგ, ღვთისმსახურება ასურელებისთვის ამ ენაზე შეესრულებინა. ამჟამად მამა სერაფიმე სოფელ ქანდაში მოღვაწეობს.
1
|
|