ქართული ფეხსაცმელი, რომელსაც ვერ გაცვეთ 26 ოქტომბერი 2015, 20:29:55
AUTO PLAY
პროექტის - #იყიდექართული ფარგლებში, "მედია პალიტრა" ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციას აგრძელებს. ამჯერად, "მედია პალიტრის" კრეატიული დირექტორი მარიკა დარჩია მხატვარ ქეთი მატაბელთან ერთად ქართული წარმოების ფეხსაცმლის მაღაზია "ლევანტოს" ეწვია. ბრენდი "ლევანტო" ქართულ ბაზარზე 10 წელია არსებობს. ქართული წარმოების ფეხსაცმელი ევროპული მასალისგან, იტალიურ დანადგარებზე, ქალაქ ქუთაისში იკერება. კოლექციებში ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ფეხსაცმელებია წარმოდგენილი. რაც შეეხება ფასებს, ფეხსაცმელს 75-დან 120 ლარამდე ფარგლებში შეიძენთ, ჩექმები 150-300 ლარი ღირს. "ლევანტოს" მაღაზიები მდებარეობს ქუთაისში - საავაჭრო ცენტრ "გრანდ მოლში", თბილისში სავაჭრო ცენტრ "ქარვასლასა" და პეკინის #5-ში მდებარე სავაჭრო ცენტრში.
377
|
|