მიშა სანაპიროზე შუაღამით მივიდა ოლიგარქის ღობის დემონტაჟის გასაკონტროლებლად 21 ივლისი 2015, 22:54:19
AUTO PLAY
ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი წუხელ ღამით სანაპიროზე მივიდა, რათა ენახა, როგორ მიდიოდა ღობის დემონტაჟი, რომელიც დამსვენებლებს სანაპიროს უკეტავდა. კომუნალური სამსახურის თანამშრომლები მოულოდნელი ვიზიტით გაოგნებულნი დარჩნენ. მანამდე მიხეილ სააკაშვილმა ბეტონის ღობის აღების ბრძანება გასცა, რომელიც კიეველმა ოლიგარქმა ოდესის სანაპიროზე ააშენა, რითაც დამსვენებლებს მასზე წვდომა შეუზღუდა. სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამმართველოს ამ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და სანაპიროების სხვა მფლობელების შემოწმება დაავალა.
0
|
|