სექსუალური კიეველი პატრულის "ინსტაგრამის" ფოტოებმა მთელი უკრაინა აალაპარაკა 8 ივლისი 2015, 13:25:44
AUTO PLAY
სოციალური ქსელების უკრაინელი მომხმარებლები აქტიურად განიხილავენ ქალ პოლიციელ ლუდმილა მილევიჩს. ბლოგერები დაინტერესდნენ, როგორ ცხოვრობენ თანამედროვე უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები. ბლოგერმა paulskp-იმ ლუდმილას სოციალური ქსელების რამდენიმე პროფილი მიმოიხილა. სექსუალური პატრული, როგორც ჩანს, ფუფუნების მოყვარულია, რადგან სიხარულით აქვეყნებს მდიდრული ცხოვრების ამსახველ ფოტოებს. სამართალდამცველ მეუღლესთან ერთად დასვენებას ფეშენებელურ სასტუმროებში ამჯობინებს. წყვილს ჰყავს ავტომობილი, რომელიც მინიმუმ 57 ათასი დოლარი ღირს. შეგახსენებთ, უკრაინის სამართალდამცავი სისტემის რეფორმირებაში ძირეული წვლილი შეიტანა შს მინისტრის ქართველმა მოადგილემ, ეკა ზღულაძემ. ახალი ფორმები, აღჭურვილობა, მანქანები - უკრაინელებისთვის, ძველი "ГАИ"-სგან განსხვავებით, თანამედროვე პატრული უკვე პრესტიჟულ სამსახურად ითვლება.
1
|
|