მელიქიშვილზე გზა ჩაინგრა 15 ივნისი 2015, 00:35:19
AUTO PLAY
მელიქიშვილის გამზირზე გზის ნაწილი ჩაინგრა. გამზირზე მოძრაობა შეწყვეტილი არ არის, თუმცა, ავტომანქანების მოძრაობა ერთ ზოლში ხორციელდება. სამართალდამცველებს ჩანგრეული მონაკვეთი ყვითელი ლენტით აქვთ შემოსაზღვრული. ადგილზე უკვე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" საავარიო ბრიგადები. ვარაუდობენ, რომ გზის ჩანგრევა წყლის მილის დაზიანებამ გამოიწვია.
0
|
|