ეკა ბესელიას ინგლისურმა ინტერნეტსივრცე ”შოკში ჩააგდო” 3 ოქტომბერი 2014, 14:32:26
AUTO PLAY
"ჩვენ არ გვაქვს უფლება კანონზე მაღლა დავაყენოთ ვინმე - ან სააკაშვილი ან ახალაია, - აღნიშნული განცხადებით დეპუტატმა ეკა ბესელიამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მიმართა, თუმცა საქართველოში რეზონანსი არა ბესელიას ნათქვამის შინაარსს, არამედ მისი ინგლისურის გამოთქმას მოჰყვა. ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ბესელია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე თითქმის სამი წუთის განმავლობაში ინგლისურად საუბრობს, მან საკუთარ Youtube-ის არხზე გამოაქვეყნა. ვიდეო იმდენად პოპულარული გახდა, რომ რამდენიმე საათში 28 ათასამდე ნახვა დააგროვა. აღსანიშნავია, რომ ბესელია პირველი ქართველი პოლიტიკოსი არ არის, რომელსაც ინგლისურად მეტყველებამ უხერხულობები შეუქმნა. შეგახსენებთ, რომ არანაკლებ ქილიკი საგნად იქცა შალვა ნათელაშვილის "დაუნ ვი დიკტეიტე".
1
|
|