ჯეიმს აპატურაი ქართველი ჟურნალისტის გამოწვევას გამოეხმაურა 27 აგვისტო 2014, 10:19:38
AUTO PLAY
ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ქართველი ჟურნალისტის, საზოგადოებრივი მაუწყებლის კორესპონდენტის, ქეთევან ქარდავას გამოწვევას გამოეხმაურა და თავზე ცივი წყალი გადაისხა. ამ ნაბიჯით აპატურაი ჩაერთო საქველმოქმედო აქციაში, რომელიც ამიოტროპული გვერდითი სკლეროზით დაავადებული ადამიანების მხარდასაჭერად მთელმა მსოფლიმ აიტაცა. მან, თავის მხრივ, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გამოიწვია. ბოლო რამდენიმე კვირაა, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, მსახიობები, სპორტსმენები და სხვადასახვა სფეროს წარმომადგენლები ერთმანეთს ცივი წყლის გადასხმაში ეჯიბრებიან. შეჯიბრების არსი მდგომარეობს შემდეგში: ის, ვინც თავზე ცივ წყალს გადაისხამს, თავის სამ მეგობარს იწვევს მსგავსი ქმედებისთვის. თუ ისინი უარს იტყვიან, მაშინ ALS-ის ფონდში 100 დოლარი უნდა ჩარიცხონ.
0
|
|