სპირიტული სეანსის შემდეგ ახალგაზრდებს დემონები ჩაუსახლდნენ 25 ივნისი 2014, 01:08:55
AUTO PLAY
მექსიკელმა ახალგაზრდებმა: 22 წლის ალექსანდრა უერტამ, მისმა 23 წლის ძმან სერხიომ და 18 წლის ბიძაშვილმა ფერნანდო კუევასმა სპეციალური მოწყობილობის საშუალებით სულების გამოძახება გადაწყვიტეს.
3
|
|
კითხვაზე, თუ რატომ იცინოდა, მან უპასუხა: ,,ჩვენ ყველა ძალიან მალე მოვკვდებით“.
ახალგაზრდების მშობლებმა იფიქრეს, რომ მათ დემონი ჩაუსახლდათ და ადგილობრივ მღვდელს მისი განდევნა სთხოვეს. თუმცა მან ეგზორციზმის სეანსის ჩატარებაზე უარი განაცხადა, რადგან მისივე თქმით, ,,შეპყრობილები“ ეკლესიაში ძალიან იშვიათად დადიოდნენ.
წინააღმდეგობებს ექიმებიც გადააწყდნენ, რომლებიც ახალგაზრდების საავადმყოფოში გადაყვანას ცდილობდნენ. ისინი სპონტანურ მოძრაობებს აკეთებდნენ და ტრანსის მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, ამასთან აცხადებდნენ, რომ ვერაფერს ვერ ხედავდნენ და არაფერი არ ესმოდათ.
იყვნენ თუ არა ისინი სინამდილეში ტრანსში, თუ ამ ყველაფერს იგონებდნენ, ექიმებმა ამის დადგენა ვერ შეძლეს. ახალგაზრდები მხოლოდ მას შემდეგ მოვიდნენ გონს, რაც ძლიერმოქმედი ანტისტრესული მედიკამენტები და და გამაყუჩებლები მიიღეს. სპირიტულ დაფაზე, რომელიც ახალგაზრდებმა ექსპერიმენტისთვის გამოიყენეს, ალფავიტიანი ტაბულაა გამოსახული, ასევე – ციფრები ნულიდან ათამდე და სხვა სიმბოლოები. მედიუმი მასზე ხის ჯოხს ამოძრავებს და სპეციალურ სიტყვებს წარმოთქვამს. ეკლესიის წარმომადგენლები თვლიან, რომ სპირიტიზმის დროს მონაწილეებში დემონები სახლდებიან და მოსახლეობას მოუწოდებენ, ასეთი სეანსები არ ჩაატაროს.