გაუგონარი სისასტიკე: კიმ ჩენ ინმა ბიძის ოჯახი ამოხოცა, მათ შორის ბავშვები 26 იანვარი 2014, 13:32:25
AUTO PLAY
სამხრეთ კორეულმა საინფორმაციო სააგენტო "რენჰაპმა" სენსაციური ამბავი გაავრცელა. მათი ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა საკუთარი ბიძის, ჩან სონ თჰეკის ყველა ახლო ნათესავის სიკვდილით დასჯის ბრძანება გასცა. წყაროს თქმით, სიკვდილს ვერც ბავშვები გადაურჩნენ. მოკლულთა შორის არიან ჩან სონ თჰეკის და და მისი ქმარი, ასევე პოლიტიკოსის დისწული, რომელიც მალაიზიაში ელჩად მუშაობდა და მისი ორი ვაჟი. ასევე დახვრიტეს ჩან სონ თჰეკის ადრე გარდაცვლილი ძმების ორი ქალიშვილი და შვილიშვილები. როგორც სააგენტო იუწყება სხვა, არა სისხლით ნათესავები გადაასახლეს. რამდენად სარწმუნოა ზემოხსენებული ინფორმაცია, ძნელი სათქმელია. ოფიციალურ ფხენიანს ამის შესახებ განცხადება არ გაუვრცელებია.
1
|
|