საოცარი ამბავი ადამიანზე, რომელმაც უდაბნო შეაჩერა 21 იანვარი 2014, 17:37:38
AUTO PLAY
დასავლეთ აფრიკის სახელმწიფო ბურკინა-ფასოში მცხოვრებმა ფერმერმა - იაკუბა სავადოგომ უდაბნოდ ქცეული ადგილი ნამდვილ წალკოტად აქცია და დიდ ფართობზე სრულიად დამოუკიდებლად მცენარეები გაახარა. იაკუბამ ტერიტორიაზე ზრუნვა 1980 წელს დაიწყო. ის ძველ მეთოდს იყენებდა - თხრიდა პატარა ორმოებს და კომპოსტით ავსებდა, შემდეგ კი კომპოსტში მცენარეების თესლებს რგავდა. ორმოები წვიმის სეზონზე წყალს ინახავდა და მშრალი სეზონის განმავლობაში ნიადაგიც ნოყიერდებოდა. ამ მეთოდით, მამაკაცმა 30 აკრი ტყე გააშენა, სადაც 60 სახეობის ხე ხარობს. მას დასავლურ გამოცემებში იცნობენ, როგორც "ადამიანს, რომელმაც უდაბნო შეაჩერა". იაკუბას შესახებ რამდენიმე მხატვრული და დოკუმენტური ფილმია გადაღებული. როგორც იაკუბა ამბობს, ყოველ დღე ესმის მეცნიერებისა და ხალხის ჩივილი, რომ ენატრებათ სიმწვანე, მაგრამ მისი თქმით, ამდენი ჭკუის დარიგების ნაცვლად, თითო ნერგი რომ დარგონ, გაცილებით უკეთესი იქნება.
6
|
|