ვიტალი კლიჩკოს სახეში ცეცხლსაქრობი შეასხეს 20 იანვარი 2014, 10:26:05
AUTO PLAY
კიევში, დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის 19 იანვარს მომხდარი შეტაკებების შედეგად საერთო ჯამში ასზე მეტი ადამიანი დაშავდა. შეტაკებების დროს თავდასხმის ობიექტი ოპოზიციის ლიდერი ვიტალი კლიჩკოც გახდა, რომელიც მომიტინგეებისა და სამართალდამცავების გაშველებას ცდილობდა, რა დროსაც მას სახეში ცეცხლსაქრობი შეასხეს. უკრაინის დედაქალაქში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც უმაღლესმა რადამ 16 იანვარს მიიღო კანონები, რომელიც აქციების გამართვის წესებს ამკაცრებს და სამოქალაქო აქტივობის შეზღუდვას ითვალისწინებს.
0
|
|