შოკისმომგვრელი ფოტოები: ამერიკელი სამხედროები ერაყელი ბოევიკების გვამებსწვავენ 17 იანვარი 2014, 13:13:41
AUTO PLAY
აშშ-ის შეიარაღებული ძალების საზღვაო ქვეითთა კორპუსის პირადი შემადგენლობა უკანასკნელ წლებში თავდაცვის უწყების გარშემო აგორებულ ყველაზე მსხვილ სკანდალში გაეხვია. ინტერნეტგამოცემა TMZ-მ საკუთარ ვებ-გვერდზე შოკისმომგვრელი კადრები გაავრცელა. ფოტოებზე ამერიკელი საზღვაო ქვეითების სამხედრო უნიფორმაში გამოწყობილი პირები ერაყელი მებრძოლების გვამებს წვავენ. ფოტოები, სავარაუდოდ, ელ-ფალუჯაში (ქალაქი ბაღდადიდან 57 კმ-ის მოშორებით, ანვარის პროვინციაში) 2004 წელსაა გადაღებული. შოკისმომგვრელ კადრებზე დეტალურადაა ასახული, თუ როგორ ასხამენ ამერიკელი სამხედროები გარდაცვლილთა სხეულებზე საწვავს (სავარაუდოდ, ბენზინს) და შემდგომ როგორ უკიდებენ ცეცხლს. არსებობს კადრები, სადაც სამხედროები დამწვარი ცხედრების გვერდზე იარაღით ხელში პოზირებენ.
0
|
|