უკრაინელი ჟურნალისტი სასტიკად სცემეს 25 დეკემბერი 2013, 23:57:00
AUTO PLAY
კიევში წუხელ ცნობილი ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი ტატიანა ჩორნავოლი სასტიკად სცემეს. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, ორმა უცნობმა პირმა ჟურნალისტის მანქანას გზა გადაუღობა, შემდეგ მანქანიდან გადმოიყვანეს და სასტიკად სცემეს. ამ დროისთვის ნაცემი ჟურნალისტი კიევის ერთ-ერთ საავადმყოფოშია მოთავსებული. ტატიანა ჩორნავოლი პორტალ Украинская правда-ს ბლოგერია. თავის მასალებში ის უკრაინის ხელისუფლებას აკრიტიკებდა.
0
|
|