ამერიკელებმა გაუპატიურების საწინააღმდეგო ტრუსები შექმნეს 8 ნოემბერი 2013, 23:16:46
AUTO PLAY
ამერიკული კომპანია AR Wear მომხმარებელს მოხერხებულ ტრუსებს სთავაზობს. აღნიშნული საცვალი ქალებს გაუპატიურებისგან თავდაცვაში დაეხმარება. ტრუსს საკეტიანი ქამარი აქვს, რომლის გაჭრა ან გაწყვეტა შეუძლებელია. მას მხოლოდ ერთი შესაკრავი აქვს, რომელიც მოძალადეს აუცილებლად შეუმჩნეველი დარჩება. საცვალი ჩვეულებრივი ტანსაცმლის შიგნით აბსოლუტურად შეუმჩნეველია და მისი ტარება, როგორც კომპანიაში განმარტავენ, ძალიან კომფორტულია. კომპანიაში მსგავსი დანიშნულების მქონე ყოველდღიური შორტის შექმნასაც აპირებენ. ფსიქოლოგები კი აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ტრუსი გაუპატიურების ფაქტს შეამცირებს, ძალადობის მსხვერპლთა რაოდენობა, ამით იგივე დარჩება.
2
|
|