დათა ახალაიასა და ვანო მერაბიშვილის დაპირისპირება ( პარალელები) 15 აპრილი 2013, 22:52:47
AUTO PLAY
დათა თუთაშხია - "კაციჭამიას გამოზრდა" "კაციჭამიების გამოზრდა ორი ხერხით შეიძლება: შიმშილით და სიმაძღრით. საბოლოო ჯამში ორივე ერთნაირ კაციჭამიას იძლევა. მაგრამ მე შიმშილის ხერხს ვამჯობინებდი, ნაკლები დროა საჭარო. აუცილებლად შვიდი ან ცხრა ვირთაგვაა საჭირო. დაჭერილი ცხოველები ცარიელ კასრში უნდა მოვათავსოთ. თუ კაციჭამიას გამოყვანას შიმშილის ხერხით ვაპირებთ, კასრი ლითონის უნდა იყოს, თორემ ძალიან რომ მოშივდებათ, ხისას გაღრღნიან და გაიქცევიან. სიმაძღრის ხერხის დროს კი ჩვეულებრივი კასრის გამოყენებაც შეიძლება � მაძღარი ცხოველები კედელს არ ერჩიან სიბნელეც აუცილებელია! სიბნელე თუ არ იქნა, კაციჭამია ვერ გამოიზრდება. კასრში და მის ფსკერზე სიბნელეა, აბა, რა იქნება, თუ არ ჩაანათე შიგ. თუ შიმშილის ხერხია � წყლის მეტი არ უნდა მივცეთ არაფერი. თუ სიმაძღრის არის � თავსაყრელი უნდა ქონდეს ერთი რომელიმე საკვები � სიმინდი ან ხორბალი, თუ გნებავთ, ამას მოკლედ გელაპარაკებით, თვარა, მთელი პედაგოგიური სისტემაა ეს."
7
|
|
� მაძღრები კი იქნებიან, მაგრამ ერთი რამე საჭმელი ექნებათ მხოლოდ � სიმინდი ან ხორბალი, მაგალითად. რომ დასუქდებიან და ყელში ამოუვათ, მაშინ ბოლში გამოყვანილ ღორის ტყავის ნაჭერს ჩაუგდებენ კასრში. რომელიც მათში ღონიერია და ავია, ის დაისაკუთრებს იმ ტყავს. ვერ ჭამს, ქვასავით ტყავია, მართალია, მაგრამ სუნი აქვს კარგი, იზიდავს სხვებს და ესეც ვერ ელევა, სიკვდილის ფასად არ დაუთმობს სხვა ვირთაგვას. ბოლოს და ბოლოს, წასართმევად დაეცემიან, იმ ომში შეიჭმევა რომელიმე და ღორის ტყავის ნაჭერი ისევ ერთ ცხოველს დარჩება. მერმე მისი ჯერიც მოვა და ასე."
ეს ჩემთვის მოულოდნელი არ იყო. რომ დაიმშევიან და დასუსტდებიან ცხოველები, როცა მათგან ყველაზე დაუძლურებული სიკვდილის პირზე მივა, მაშინ ეცემიან სხვები და შეჭამენ. აქ იმ ცხოველის დახსომებაა აუცილებელი, რომელიც პირველი მიიტანს იერიშს მომაკვდავზე. ამ ცხოველს დაცვა და საგანგებო მოვლა სჭირია, თორემ დაუძლურებულის შეჭმისას ერთმანეთში ჩხუბი მოსდით ვირთაგვებს და ნაკბენობა თუ მიიღო, იქნებ თვითონაც დაუძლურდეს და სხვისი შესაჭმელი გახდეს. კაციჭამიას გამოყვანისას, ხანდახან ხდება ისე, რომ სულ ბოლო ცხოველიც კვდება � ნაკბენობა არ შეუხორცდება, გაუმიზეზდება წყლული და მოკვდება. ტყუილად დაკარგული შრომაა ასეთი შემთხვევა."