გლდანის მე-8 საპყრობილეში პატიმრები შიმშილობენ 22 სექტემბერი 2012, 20:26:02
AUTO PLAY
გლდანის საპყრობილეში რვა პატიმარი შიმშილობს. თვითმხილველების თქმით ერთ-ერთმა მათგანმა პირი ამოიკერა. ეს ფაქტი ცნობილი გახდა მას შემდეგ რაც ციხეში სასულიერო პირებთან ერთად ჟურნალისტები შევიდნენ. პატიმრები ამბობენ, რომ მათ საშინლად უსწორდებოდნენ და მხოლოდ სამი დღეა, რაც ძალადობა შეწყდა. მათი თქმით, ის ადამიანები, რომლებიც ფიზიკურად უსწორდებოდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, დღემდე თანამდებობებზე რჩებიან. პატიმრების ძირითადი მოთხოვნაა, თანამდებობიდან გაათავისუფლონ ძველი თანამშრომელები, რათა აღარ განმეორდეს ძალდობის ფაქტები.
0
|
|