x
მეტი
  • 14.02.2025
  • სტატია:140199
  • ვიდეო:351932
  • სურათი:513164
ამერიკამ ირანი დაადანაშაულა ბირთვული ბომბის სწრაფად შექმნის მცდელობაში

image
აშშ-ს ოფიციალური პირები თვლიან, რომ ირანი, სავარაუდოდ, ცდილობს მოძებნოს გზა ატომური ბომბის სწრაფად შესაქმნელად. ამის შესახებ New York Times-ი ამერიკის ამჟამინდელ და ყოფილ ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით იტყობინება.




„ირანული იარაღის კონსტრუქტორები და მეცნიერები არსებითად ეძებდნენ გზას, რომელიც საშუალებას მისცემდა მათ გადაექციათ ბირთვული საწვავის მზარდი მარაგი სამუშაო იარაღად რამდენიმე თვეში და არა ერთი წლის, ან მეტი ხნის განმავლობაში.“ - ნათქვამია გამოცემაში.




აღნიშნულია, რომ ირანი ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში გააკეთებს, თუ გადაწყვეტს შეცვალოს არსებული მიდგომა.



დაზვერვის მონაცემები შეგროვდა აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მმართველობის ბოლო თვეებში და შემდეგ გადაეცა დონალდ ტრამპის ახალ ადმინისტრაციას, წერენ სტატიის ავტორები წყაროზე დაყრდნობით.




მანამდე ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა, რომ თეირანი არ ესწრაფვის ომს, მაგრამ მზად იქნება დაიცვას თავი, თუკი ქვეყნის ბირთვულ ობიექტებს თავს დაესხმებიან.



ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნებამ და ირანის განვითარებადმა ბირთვულმა პროგრამამ გააჩინა ვარაუდი იმის შესახებ, რომ შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა შესაძლოა სამხედრო ქმედებები განახორციელონ, რათა ირანს ხელი შეუშალონ ბირთვული ბომბის შექმნაში. თუმც, პეზეშკიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანი არ ცდილობს ბირთვული იარაღის შექმნას, მიუხედავად იმისა, რომ ირანის პოზიცია არ შესუსტებულა.

0
62
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0