საზოგადოება ნუ გაიმეორებ გიორგის შეცდომას - აირჩიე გამოცდილი სარეცხი მანქანის ხელოსანი 3 თებერვალი, 21:19
საღამო იყო, როცა გიორგი სახლში დაბრუნდა. მთელი დღის მანძილზე რუტინული და დამღლელი სამუშაოს მერე, მხოლოდ ერთი სურვილი ჰქონდა, თავისი საყვარელი სერიალი ჩაერთო და მშვიდად დაესვენა.
სახლის კარები რომ შეაღო, თითქოს ფეხი წყლიან გუბეში ჩადგა. თავიდან, ვერ მიხვდა რა ხდებოდა. რამდენიმე წუთის შემდეგ გაახსენდა, რომ დილით, სამსახურში წასვლამდე, სარეცხი მანქანა ჩართული დატოვა. იმ იმედით, რომ საღამოს მხოლოდ სარეცხის გასაფენად მოუწევდა აივანზე გასვლა.
ვერ წარმოიდგენდა, რომ მცირე დეტალების უყურადღებობაც კი მძიმე შედეგებამდე მიიყვანდა. როცა სააბაზანოს კარი გააღო, სარეცხი მანქანიდან გადმოსული უხვი რაოდენობით წყალი და ქაფი დახვდა.
გადაწყვიტა, თავისი ძალებით მოეგვარებინა პრობლემა და თავად შეეკეთებინა სარეცხი მანქანა. ჯერ მანქანის უკანა ნაწილი მოხსნა, მერე წინა. ბოლოს, წყლის შემყვანი და დამცლელი მილები შეამოწმა, მაგრამ ვერაფერი გამოუვიდა, მანქანას ისევ წყალი გასდიოდა.
საბოლოოდ, შესაბამისი ცოდნის არ ქონის გამო, სარეცხი მანქანის მილები არასწორი მოწყობილობის გამოყენებით კიდევ უფრო დააზიანა და წყალი ქვედა მეზობელთანაც ჩაუშვა.
ამ ყველაფერმა გიორგი მძიმე შედეგებამდე მიიყვანა. დაზარალდა, როგორც ფინანსურად, ისე დროის კუთხით.
რა მოხდებოდა, რომ გიორგის სცოდნოდა, როგორ უნდა იპოვოს სარეცხი მანქანის ხელოსანი, გამოცდილი და სანდო სპეციალისტი ნებისმიერ დროს სწრაფად და მარტივად?
ამ კითხვაზე პასუხი მარტივია, გიორგი არ მივიდოდა მძიმე შედეგებამდე. მოაგვარებდა პრობლემას მალევე და არ მოუწევდა კიდევ უფრო მეტი რესურსის დაკარგვა.
თუ შენც, არ გსურს მიხვიდე იგივე შედეგამდე, რამაც გიორგის მცირე პრობლემა, დიდ ზარალად აქცია, გაეცანი ყველა საჭირო დეტალს სარეცხი მანქანის ხელოსნის შერჩევის შესახებ.
წლების წინ ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მსოფლიოში მოხდებოდა დიდი ტექნოლოგიური ცვლილებები და სარეცხ მანქანას გამოიგონებდნენ. დღეს კი, თანამედროვე ცხოვრების პროცესში, წარმოუდგენელია სახლი, სადაც ვერ იპოვით სარეცხ მანქანას.
აჩქარებული ცხოვრების ტემპის პირობებში, რაც 21-ე საუკუნის თანმდევია, დრო ერთ-ერთი ძვირფასი რესურსია. სარეცხი მანქანა ყველაზე ჭკვიანური და აუცილებელი ტექნიკაა თქვენს სახლში დროის და ზედმეტი ძალისხმევის დასაზოგად. თუმცა, ნებისმიერი სახის ტექნიკა, მათ შორის სარეცხი მანქანა, რომელიც გეხმარებათ ყოველდღიური საქმიანობის შემსუბუქებაში და სარეცხის პროფესიონალურად გასუფთავებაში, დროთა განმავლობაში საჭიროებს შეცვლას ან შეკეთებას. განსაკუთრებით, თუ სარეცხი მანქანა გამოიყენება ყოველდღიურად.
იმისთვის, რომ სწორად შეარჩიოთ პროფესიონალი სარეცხი მანქანის ხელოსანი, რომელიც იქნება გამოცდილი და დაგიზოგავთ დროს, ხარჯებთან ერთად, უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი პირობები:
- შეარჩიეთ, გამოცდილი და მცოდნე ხელოსანი, რომელსაც აქვს სარეცხი მანქანების შეკეთების მრავალწლიანი გამოცდილება და კარგად იცნობს სხვადასხვა მოდელის ტექნიკურ მახასიათებლებს.
- შეარჩიეთ ხელოსანი, რომელიც დაგიზოგავთ დროს, იქნება პუნქტუალური და მოგემსახურებათ თქვენთვის სასურველ და საჭირო პერიოდში.
- ხელოსნის მოსვლამდე წინასწარ დააზუსტეთ მომსახურების ღირებულება, რათა ადგილზე არ მოხდეს რაიმე გაუგებრობა. შერჩევისას კარგად გაეცანით განცხადებას, გაესაუბრეთ ხელოსანს და გამოკითხეთ დამატებითი ხარჯების შესახებ (მაგ:თუ ეჭვობთ, რომ რომელიმე ნაწილი გამოსაცვლელია მოიკითხეთ ღირებულება, ან თუ იცით შეცდომის კოდი მიაწოდეთ ეს ინფორმაცია ხელოსანს, ამ გზით დაახლოებითი წარმოდგენა გექნებათ მომსახურების შესაძლო ღირებულებაზე.)
- ენდეთ სარეცხი მანქანის იმ ხელოსანს, რომელიც თავის შესრულებულ საქმეზე გაძლევთ გარანტიას.
- თუ ხელოსანს არჩევთ ინტერნეტ სივრცეში, აუცილებლად გაეცანით მომხმარებლების შეფასებებს და გაითვალისწინეთ რეალური გამოცდილება.
- სარეცხი მანქანის ხელოსანს, თავად მოაქვს ადგილზე საჭირო ტექნიკური ხელსაწყოები და თქვენ არ გიწევთ ზედმეტი ხარჯის გაწევა.
- პროფესიონალი ხელოსანი გამოირჩევა თავაზიანობით და კომუნიკაციის სწორი ფორმით.
რა მომსახურებას გთავაზობთ სარეცხი მანქანის ხელოსანი?
სარეცხი მანქანის ხელოსანი არის პროფესიონალი და გამოცდილი სპეციალისტი, რომელმაც კარგად იცის ტექნიკის მახასიათებლები და მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა ტიპის მომსახურებას. ეს შეიძლება უკავშირდებოდეს სარეცხი მანქანის შეკეთებას ან გამართული მუშაობისთვის საჭირო პრევენციულ სამუშაოებს. ძირითადი მომსახურებები მოიცავს, შემდეგს:
- დიაგნოსტირება - სარეცხი მანქანის ხელოსანი პირველ ეტაპზე ახორციელებს ტექნიკის სრულ შემოწმებას, რათა სწორად განსაზღვროს რა ტიპის სამუშაო უნდა განახორციელოს და მარტივად აღმოფხვრას პრობლემა.
- სხვადასხვა ნაწილის შეკეთება ან შეცვლა - სარეცხი მანქანის ხელოსანი ახორციელებს ისეთი ტიპის სამუშაოებს, როგორიცაა: ტუმბოების, ძრავების, ვენტილატორების, მილების, დაჟანგული ნაწილების, ელექტრონული და საკონტროლო დაფის შეკეთება და სხვადასხვა ნაწილების გამოცვლა ან სრული შეკეთება.
- წყლის გაჟონვის აღმოფხვრა - სარეცხი მანქანიდან წყლის გაჟონვის შემთხვევაში ხელოსანს აქვს შესაძლებლობა გაარკვიოს მიზეზი და უზრუნველყოს მისი გამართულად მუშაობა.
- ფილტრების გასუფთავება - თუ სარეცხი მანქანა მოიხმარება რეგულარულად ან ყოველდღიურად, ხელოსანს აქვს შესაძლებლობა საფუძვლიანად ჩაატაროს სარეცხი მანქანის ფილტრების და ტუმბოს წმენდა, რაც დაგეხმარებათ სარეცხი მანქანა შეინარჩუნოთ სუფთა მდგომარეობაში.
- ძველი სარეცხი მანქანის დემონტაჟი - თუ სარეცხი მანქანის შეცვლა გჭირდებათ და ვერ ახერხებთ მის დემონტაჟს, ხელოსანს აქვს შესაძლებლობა მოახდინოს ძველი სარეცხი მანქანის სრული დემონტაჟი, ისე რომ არ დაზიანდეს სივრცე ან თავად ტექნიკა.
- ახალი სარეცხი მანქანის მონტაჟი - ახალი სარეცხი მანქანის შეძენის შემთხვევაში ხელოსანს შეუძლია მარტივად და სწორად მოახდინოს ტექნიკის მონტაჟი დროის მცირე მონაკვეთში და მინიმუმამდე დაიყვანოს მოსალოდნელი რისკები.
რამდენ ხანს ძლებს სარეცხი მანქანა?
ზოგადად, სარეცხი მანქანის მოხმარების საშუალო ვადა რომ განვსაზღვროთ, საჭიროა ვიცოდეთ, როგორ ხდება მისი გამოყენება.
- თუ სარეცხი მანქანა, გამოიყენება ინტენსიურად, მოიხმართ მას ყოველდღიურად ან დღეში რამდენჯერმე საჭიროა, მისი 5 ან 8 წელიწადში შეცვლა.
- ნორმალური მოხმარების პირობებში, როცა სარეცხ მანქანას იყენებთ დღეში ერთხელ, რეგულარულად ასუფთავებთ ტუმბოს, მილებს და წმენდთ ფილტრებს ხარისხიანი სარეცხი მანქანა 10-11 წელსაც კი შეგიძლიათ გამოიყენოთ.
- საკმაოდ მაღალი კლასის და პრემიუმ ხარისხის სარეცხი მანქანების გამოყენება, შეგიძლიათ 11 წელზე მეტ ხანსაც, თუ სრულად იცავთ ტექნიკის შენახვის და მოვლის პირობებს. არ აჭარბებთ სარეცხის დასაშვებ წონას და იყენებთ მას რეგულარულად.

იქამდე, სანამ სარეცხი მანქანის ხელოსნის მომსახურების სერვისით ისარგებლებთ, რაიმე გაუმართაობის ან პრობლემის არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ იმოქმედოთ შესაბამისად:
- თუ სარეცხი მანქანა არ ირთვება - პირველ რიგში, შეამოწმეთ ტექნიკის ელექტრომომარაგება და თუ ძრავა გახურებულია გამორთეთ, რომ გაგრილდეს.
- თუ სარეცხი მანქანიდან წყალი ჟონავს - შეამოწმეთ წყლის შემყვანი და დამცლელი მილები, რომ არ იყოს იქ რაიმე დაზიანება. დაზიანების არსებობის შემთხვევაში უმჯობესია წყლის მიწოდება შეზღუდოთ და გადაკეტოთ წყლის მილი.
- თუ რეცხვის პროცესში არ ხდება სარეცხი სითხის ან ფხვნილის მიწოდება - გაასუფთავეთ დისპანსერი და გამოიყენეთ სწორი ტიპის სითხე ან ფხვიერი სარეცხი პროდუქტი ქსოვილის და სარეცხის ფერის შესაბამისად.
- თუ მუშაობის დროს თქვენი სარეცხი მანქანა მოძრაობს - შეამოწმეთ რამდენად სწორ ზედაპირზე დგას ის. სარეცხი მანქანის ფეხები დააფიქსირეთ და დააყენეთ თანაბარ სიმაღლეზე.
- არ დატვირთოთ სარეცხი მანქანის ზედა მხარე რაიმე სიმძიმეებით.
ამ მარტივი გზებით, შეგიძლიათ როგორც მოაგვაროთ ისე თავიდან აიცილოთ რაიმე სახის გაუმართაობა სარეცხი მანქანის მუშაობის დროს. ხოლო, სერიოზული დაზიანების ან პრობლემის არსებობის შემთხვევაში პროფესიონალის მომსახურება და სარეცხი მანქანის ხელოსანი საუკეთესო გამოსავალია. სარეცხი მანქანის ხელოსანი შეგიძლიათ გამოიძახოთ თქვენთვის სასურველ ადგილსა და დროს. მომსახურების ღირებულება განისაზღვრება დაზიანების ხარისხის მიხედვით.
R
|