x
მეტი
  • 08.12.2024
  • სტატია:138656
  • ვიდეო:351979
  • სურათი:512361
ყარაყორუმის გზატკეცილი, რომელიც ყველაზე გრძელი მაღალმთიანი გზატკეცილია და რომლის აშენებას ცხრაასამდე მუშა შეეწირა

image
ყარაყორუმის გზატკეცილი, ესაა 1300-კილომეტრიანი საავტომობილი გზა მაღალმთიანეთში, კერძოდ ყარაყოუმის სამთო სისტემაში, რომელიც ერთერთ ყველაზე მაღალ მთიან სისტემად ითვლება დედამიწაზე. ყარაყორუმის მთათა სისტემა მდებარეობს ცენტრალურ აზიაში. ზემოთ აღნიშნული გზა ხუნჯერაბის უღელტეხილის გავლითაა შესაძლებელი და მისი ყველაზე მაღალი წერტილი ზღვის დონიდან 4693 მეტრია. ესაა ყველაზე მაღალი საავტომობილო გზა მსოფლიოში, მას სამყაროს მერვე საოცრებასაც უწოდებენ.

ასე გამოიყურება გზა, რომელის უზარმაზარ ტერიტორიას ფარავს მაღალმთიან რელიეფში.

image

გზის მშენებლობა დაიწყეს 1966 წელს და გაგრძელდა 1986 წლამდე. ეს გზა გაყვანილ იქნა უძველეს, დიდი "აბრეშუმის გზაზე". გზის სამშენებლო სამუშაოებს მოხმარდა 3 მილიარდი დოლარი. გზის მშენებლობას ადამიანური სიცოცხლის დანაკარგების გარეშე არ ჩაუვლია, ზვავების ჩამოწოლის, მეწყრების ჩამოსვლისა და მაღალი სიმაღლიდან ჩამოვარდნის გამო დაიღუპა 810 პაკისტანელი მუშა და 82 ჩინელი მუშა.
ზამთრის პერიოდში ზვავსაშიშროების გამო გზა იკეტება. 2010 წელს უძლიერესი მეწყერის გამო მთის მდინარის ხუნზას გადაკეტვის გამო წარმოიქმნა მოზრდილი ტბა., რის გამოც საგზაო მიმოსვლა პაკისტანსა და ჩინეთს შორის შეწყდა.

გზის წყალში ჩაძირულ მონაკვეთზე სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვები ხორციელდებოდა ბორანის მეშვეობით და მოტორიანი ნავებით. 2015 წელს დასრულდა შემოვლითი გზის მშენებლობა, რომლის შემდეგაც სამანქანო გზა ტბას გვერს უვლის, ხოლო ტბიდან გამომავალი წყალი სპეციალური საინჟინრო ნაგებობების საშუალებით დაუბრუნეს მდინარის კალაპოტს.
ხელოვნურად წარმოქმნილი ტბის შემოსავლელ გზაზე საჭირო გახდა 5 გვირაბის გამოჭრა და გამაგრება შესაბამისი საინჟინრო ტექნოლოგიებით.
გვირაბების საერთო სიგრძე 7 კილომეტრია. გზაზე კი 2 უზარმაზარი და 78 შედარებით მცირე ზომის ხიდებია გაკეთებული.

ამ უძველესი, დიდი "აბრეშუმის გზაზე" იქნა გაყვანილი თანამედროვე საავტომობილო გზა.

image
გზა, რომელიც ზამთრის გარდა მუდმივად დატვირთულია.
imageimageimageimageimageimageimage









4
199
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
199
  
30 ნოემბერი, 15:03
მგონი კი, ეგ ადამიანი სათანადოდ დღემდე არაა დაფასებული. ლეგენდა იყო ადამიანი კი არა.
30 ნოემბერი, 14:35
ჯუმბერ ლეჟავას გადავლილი ექნებოდა
30 ნოემბერი, 13:01
ძალიან დიდი სიმაღლეებია, ბაიკით ჯობია.
30 ნოემბერი, 2:05
ველოსიპედით გავივლიდი :(
0 1 4