სხვა საინტერესო ფაქტები ცნობილი ადამიანების ცხოვრებიდან, რომელთა დაჯერებაც რთულია 29 ნოემბერი, 19:46 ამა თუ იმ სფეროში მოღვაწე ცნობილი ადამიანები დანარჩენი მოკვდავებისგან არა მხოლოდ მნიშვნელოვანი მიღწევებით, არამედ თავიანთი უცნაური ბუნებითაც გამოირჩევიან. საზოგადო მოღვაწეების, პოლიტიკოსებისა თუ მსოფლიო დონის ხელოვანთა ცხოვრება იმდენ საინტერესო და უჩვეულო ინფორმაციას იტევს, რომ შეუძლებელია მათი გაცნობის სურვილი არ გაგიჩნდეს. მოდით, თვალი გადავავლოთ ცნობილი ადამიანების ცხოვრების უცნობ დეტალებს, რომელიც ისტორიამ საგულდაგულოდ შემოგვინახა.ერაყის პრეზიდენტს (1979 - 2003 წლებში) - სადამ ჰუსეინს საკუთარი სისხლით დაწერილი "ყურანი" ჰქონდა, ისლამის წმინდა წიგნი, რამდენიმე წლის განმავლობაში იწერებოდა.ჩიკაგოს მაფიის "მეფე" - ალ კაპონეს, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ძმა სამართალდამცველი ჰყავდა."Rolling Stones" – ის მუსიკოსი, ბილ უაიმანი, 47 წლის ასაკში 13 წლის მენდი სმიტს ხვდებოდა, ზუსტად 6 წლის შემდეგ, 1989 წელს შეყვარებულები დაქორწინდნენ, 2 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ კი ოფიციალურად დაშორდნენ. როგორც ცნობილია, ამ მოვლენიდან სულ რამდენიმე თვეში მუსიკოსის 30 წლის ვაჟი (პირველი ქორწინებიდან) სტივენი მენდი სმიტის დედაზე - პეტსიზე დაქორწინდა, რომელიც იმ პერიოდში 46 წლის იყო.მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი სამეფო დინასტია- იაპონურია. იმპერატორი აკიჰიტო ამ დინასტიის 125-ე შთამომავალია.სიმონ ბოლივარი ერთადერთი პოლიტიკოსია, რომლის სახელიც ორი ქვეყნის - ბოლივიის და ვენესუელის ბოლივარული რესპუბლიკის სახელთან არის უკვდავყოფილი.1938 წელს ჟურნალ "Time"-ის ვერსიით წლის ადამიანად ადოლფ ჰიტლერი დასახელდა.პირველი მსოფლიო ომის დროს 16 წლის უოლტ დისნეი, სამხედრო სამსახურს კანადაში გაექცა, რის შემდეგაც ის "წითელი ჯვრის" საზოგადოებაში გაწევრიანდა.ალბერტ აინშტაინს ისრაელის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას სთავაზობდნენ.1911 წელს ცნობილი ესპანელი მხატვარი და სკუპლტორი - პაბლო პიკასო, ლეონარდო და ვინჩის ცნობილი პორტრეტის - "მონა ლიზას" მოპარვაში იქნა ეჭვმიტანილი.კოსმოსში საბჭოთა კავშირის უპირატესობის ხაზგასასმელად, ნიკიტა ხრუშჩოვმა ამერიკის 35-ე პრეზიდენტს, ჯონ კენედის კოსმოსში ნამყოფი ძაღლის - "სტრელკას" ლეკვი აჩუქა.ჩარლი ჩაპლინის გარდაცვალების შემდეგ, მისი საფლავი გაძარცვეს, ცხედარი კი მოიპარეს, გამტაცებლები მალევე დააკავეს და დიდებული მსახიობის გვამი კუთვნილ ადგილზე დააბრუნეს, მსგავსი ინციდენტის თავიდან ასაცილებლად კი საფლავის თავზე ბეტონის კედელი აღმართეს.შოტლანდიის მეფე, ჯეიმს IV საკმაოდ უჩვეულო ჰობით - სტომატოლოგიით იყო გატაცებული, ის საკუთარი ქვეშევრდომების პირის ღრუს მოწესრიგებას საკუთარ თავზე იღებდა და ამაში ფულს მათ იქით უხდიდა.ეგვიპტის უკანასკნელი დედოფალი კლეოპატრა თავის უმცროს ძმაზე - პტოლემე XII-ზე იყო დაქორწინებული.421 1-ს მოსწონს |