x
მეტი
  • 07.02.2023
  • სტატია:125466
  • ვიდეო:355951
  • სურათი:498396
კატასტროფა ბოლივიაში, ბოლივიაში უზარმაზარი ტბა უბრალოდ გაქრა
image სურათზე ხედავთ ასაკოვან და გამოცდილ მეთევზეებს, რომლებიც გამქრალი ტბის ფსკერზე მიაბიჯებენ მიწაზე "დამჯდარი" სათევზაო ნავის მიმართულებით.
გლობალურმა დათბობამ მსოფლიოს დაამჩნია თავისი კვალი, გრენლანდიაში საუკუნოვანი ყინული სკდება და დინებას მიაქვს.


ბოლივიაში სიდიდით მეორე ტბა პოოპო, რომელსაც ათასწლოვანი ისტორია აქვს ნელნელა გაქრა და დარჩა გამხმარი მიწა, რომელზეც წყალმცენარეებიც კი განადგურდა.


პოოპოს შემოგარენში მცხოვრებლები თავს "წლის ადამიანებს" უწოდებდნენ. მართლაც ეს ხალხი თევზაობის და ნადირობის დიდოსტატები იყვნენ, მარილოვან ტბაში უზარმაზარ თევზებს იჭერდნენ, რომელთა შორის ყველაზე პატარა 3 კილოგრამზე ნაკლები თუ იქნებოდა კანვე აბრუნებდნენ ტბაში.
მცხოვრებლები გადამფრენ ფრინველებზე ნადირობდნენ ძირითადად. ტბა მცურავი კუნძულებით გამოირჩეოდა. ფელიქს მაურისიოს ბებია და ბაბუა ტბის პირას დასახლდნენ 1915 წელს, როცა მდინარე პოოპამ მათი საცხოვრებელი დატბორა და ყველაფერი თან წაიღო ადამიანების გარდა, რომლებმაც ღვარცოფს გაასწრეს.


მაურისიო 82 წლისაა და ცრემლით იხსენებს იმ დროს როცა უზარმაზარ თევზებს იჭერდნენ ტბაზე, რომლებსაც მეზობელ რაიონებში ბაზრობებზე ყიდდნენ და მუდმივი შემოსავალი ჰქონდათ. ახლა კი მაურისიო კოკას ფოთოლს ხეჭავს რათა უწყლო რეგიონში წყურვილის გრძნობა დაიკმაყოფილოს.



ელ-პოოპო, მარილოვანი ტბა 3500 კვადრატულ კილომეტრზე იყო გადაშლილი, ეს ზომები დააფიქსირეს აზომვისას 1986 წელს, 2015 წელისათვის კი ეს უზარმაზარი ტბა მთლიანად აორთქლდა და გაქრა.


მეცნიერები ტბის აორთქლებას და გაქრობას უკავშირებენ მოსახლეობისათვის ჭაბურღილების გაკეთებას უამრავ ადგილას და ბურღვით სამუშაოებს წიაღისეულის მოსაძებნად. გარდა ამისა მიწისქვეშა უზარმაზარი შახტების გაკეთებას წვირფასი წიაღისეულის ამოსაღებად მიწის სიღრმიდან, ალტიპლანოს პლატოზე ჩატარებულ სამუშაოებს უკავშირებენ მეცნიერები ტბის გაქრობას.
ბოლო პერიოდში ხანგრზლივი წვიმების შედეგად ტბის გარკვეულ მონაკვეთებზე კვლავ დაგროვდა წყალი, მაგრამ იქ სიღრმე ისეთი მცირეა, რომ არც ბანაობა შეიძლება და არც თევზები და ფრინველები ბუდობენ.


ურუს ტომი, რომელიც საუკუნეებია ამ ტბის შემოგარენში ცხოვრობს იძულებული გახდა თავის გადასარჩენად მეთევზეებიდან და მონადირეებიდან მეშახტეებად და ფერმერებად ქცეულიყვნენ.

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage



















0
110
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
110