x
მეტი
  • 07.12.2022
  • სტატია:124173
  • ვიდეო:355539
  • სურათი:496877
ცოლის გაყიდვა აუქციონის წესით, ბრიტანული ბარბაროსული ტრადიცია
image

1780 წლიდან 1850 წლამდე ბრიტანეთში ცოლით უკმაყოფილო ქმარს შეეძლო გაეყიდა თავისი ცოლი აუქციონის წესით.


გაყრის პროცესი ხანგრძლივი და ხარჯიანი იყო, ამის გამო ბრტიანეთში ტრადიციად იქცა ქმრების მიერ ცოლების გაყიდვა. ამ წლების მანძილზე ბრიტანეთში აუქციონის წესით 300-ზე მეტი ქორწინებაში მყოფი ქალი გაიყიდა.
გაყიდული ქალეფის ფახი იმ დროისათვის საკმაოდ მაღალი იყო და მხოლოდ ძალიან შეძლებულ ადამიანს შეეძლო მიეცა თაისთვის უფლება მონაწილეობა მიეღო აუქციონში.


300 ქალის გაყიდვა ოფიციალურადაა დაფიქსირებული, ისტორიკოსები არ გამორიცხავენ რომ ბევრად მეტი ქალი გაყიდული იმ პერიოდში, უბრალოდ გაყივა ხდებოდა "შავი ბუღალტერიით" და არ ხდებოდა ოფიციალური ჩანაწერების გაკეთება.



ბინმინგემში 1773 წელს სემუელ უაიტჰაუსმა გაყიდა საკუთარი ცოლი, სახელად მერი და ის მიჰყიდა ვინმე ტომას გრიფიტს ერთი გინეის საფასურად, ქმარი ისე იყო ცოლზე განაწყენებული მზად იყო უფრო იაფადაც კი გაეყიდა.


დაფიქსირებულია შემთხვევა როცა ქმარმა ცოლი რამდენიმე კასრ ლუდში გაცვალა აუქციონის წესით.


თუმცა ასეთი შემთხვევები უიშვიათესი იყო, ძირითადად კი ქალები საკმაოდ მაღალ ფასად იყიდებოდა "მათი ნაკლოვანებების" მიუხედავად.


ქალები ბაზარზე, სადაც ტარდებოდა აუქციონი მიყავდათ როგორც საქონელი, ყელზე შებმული თოკით ან კისერზე შებმული გრძელი ქამრით.


ხალხის შეკრების მერე კი იმართებოდა აუქციონი. თუმცა სიმართლე რომ ვთქვათ, როგორც ისტორიკოსები წერენ ქალების უმრავლესობა მომხრე იყო გაყიდვის, რადგან უჟმურ ქმრებთან ყოფნას ყველაფერი ერჩივნათ.


აუქციონზე ქალების გაყიდვა ძირითადად ხდებოდა გასაყიდი ქალების თანხმობით.


რადგან გაყრის პროცესი საკმაოდ ძვირადღირებული იყო და ორივე მხარეს უწევდა საამისოდ ფულის გადახდა, წყვილი არჩევდა ამ ხერხით აერიდებინა ზედმეტი ხარჯი, მამაკაცს უფლება ეძლეოდა ახალი საცოლე ეძებნა, ქალს კი უმეტეს შემთხვევაში შეძლებული კაცი ყიდულობდა და ქალის წინ ახალი ცხოვრების პერსპექტივა ჩნდებოდა.


ამ სურათზე რომელიც 1814 წელსაა გადაღებული, ვინმე როულენსონი ყიდის აუქციონის წესით საკუთარ ცოლს.


image


0
187
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
187