x
მეტი
  • 08.12.2022
  • სტატია:124198
  • ვიდეო:355543
  • სურათი:496911
"დაიმახსოვრეთ, ეს შეაჩერებს კონფლიქტს და გახდება პრეზიდენტი."- ვის ფოტოს აქვეყნებს ლალი მოროშკინა

image


ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი, ლალი მოროშკინა ამერიკელი ბიზნესმენისა და "SpaceX"-ის დამფუძნებლის, ილონ მასკის სკანდალურ განცხადებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და რუსეთ - უკრაინის ომის შემჩერებლად სწორედ მას განიხილავს. მოროშკინას აზრით, ამერიკის მომავალი პრეზიდენტიც სწორედ მასკი გახდება:


"დაიმახსოვრეთ, ეს შეაჩერებს კონფლიქტს და გახდება აშშ პრეზიდენტი."- წერს ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში და სტატიას სახელწოდებით - "Илон Маск: часть Украины хочет быть с Россией" - სტატიას აზიარებს.


image


შეგახსენებთ, რომ "Tesla, Inc."-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი ოლქის ანექსიას "ტვიტერზე" გამოკითხვით გამოეხმაურა, სადაც მან უკრაინის ნეიტრალიტეტის და ანექსირებულ რეგიონებში ხელახალი "არჩევნების" იდეა წამოაყენა.


მოგვიანებით ილონ მასკის ამ პოსტს ტვიტერზე გამოკითხვით გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც:


"რომელი ილონ მასკი უფრო მოგწონთ?


  • ის, რომელიც მხარს უჭერს უკრაინას,


  • ის, რომელიც მხარს უჭერს რუსეთს”, – დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა.


image


ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა ზემოხსენებული პოსტი გამოაქვეყნა "ტვიტერზე", კომპანია "Tesla"-ს აქციები 9%-ით დაეცა. ამ დროისათვის კომპანიის ღირებულება 706 მილიარდი დოლარია.





0
892
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
892