x
მეტი
  • 07.12.2022
  • სტატია:124172
  • ვიდეო:355539
  • სურათი:496877
როგორ გაანადგურა კიევის "დინამომ" მსოფლიოს უძლიერესი გუნდი "ბაიერნი" 5 მოქმედი მსოფლიო ჩემპიონით და მოიპოვა სუპერთასი
image

1975 წლის 6 ოქტომბერს, კიევის "დინამომ" კიევის რესპუბლიკურ სტადიონზე მეორე მატჩიც მოუგო უძლიერეს გუნდს, ჩემპიონთა თასის მფლობელს მიუნხენის "ბაიერნს" და მოიგო სუპერთასი, რითაც ევროპის # 1 გუნდად იქცა



საბჭოთა კლუბებიდან ყველაზე ტიტულოვანი კიევის "დინამო" გახლდათ, გუნდმა ორჯერ მოიგო თასების მფლობელთა თასი 1975 და 1986 წელს და რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესი იყო 1975 წელს უეფას სუპერთასისთვის ბრძოლა.


".ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონის ტიტულს იცავდა, "დინამომ" კი თასების მფლობელთა თასი 1974/1975 წლების სეზონში მოიგო.



ბუნებრივია, ბავარიელები ფავორიტებად ითვლებოდნენ, მარტო ის მიზეზიც კმაროდა, რომ ისინი მთლიანად იმდროინდელი ვარსკვლავებისგან შედგებოდა, 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონებისგან.

დინამოსთან პირველ მატჩში მსოფლიოს ხუთმა მოქმედმა ჩემპიონმა ითამაშა - ბეკენბაუერი, მიულერი, მაიერი, შვარცენბეკი და კაპელმანი. დინამომ დაკარგა რამდენიმე საბაზისო მოთამაშე - მუნტიანმა, მატვიენკომ და ონიშენკომ ვერ ითამაშეს ტრავმების გამო .ვერემეევი კი დისკვალიფიცირებული იყო.


მატჩის შედეგი ოლეგ ბლოხინის მიერ გატანილმა ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა - თან რა გოლი! ამ გოლს უწოდეს როგორც "სასწაული გოლი", ასევე "საუკუნის გოლი".. 67-ე წუთზე მინდვრის საკუთარ ნახევარში ბურთის მიღების შემდეგ, დინამოს თავდამსხმელმა მარტომ შეასრულა რეიდი ბაიერნის კარისკენ, ჩამოიტოვა ოთხი მცველი, ხოლო მეკარე მაიერი უძლური იყო შორეულ კუთხეში ზუსტი დარტყმა მოეგერიებინა.


კიევში საპასუხო მატჩში, რომესლაც რეკორდული რაოდენობა 120 000, მაყურებელი ესწრებოდა ბლოხინმა "ბაიერნს" კიდევ ორი გოლი გაუტანა, რითაც ოლეგ ბლოხინი როგორ პირველი, ასევე საპასუხო მატჩის გმირი გახდა.


"დინამომ" კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უდიდესი გამარჯვება მოიპოვა რითაც ისიმი ევროპის მეფეები გახდა.


და სეზონის ბოლოს კი France Football-ის გამოკითხვის შედეგების მიხედვით ბლოხინმა უკან ჩამოიტოვა ფრანც ბეკენბაუერი და "ოქროს ბურთის" მფლობელი გახდა საბჭოთა კავშირის ისტორიაში მეორედ.(პირველი მფლობელი ლევ იაშინი იყო.


2
461
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
461
  
14 ოქტომბერი, 22:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

6 ოქტომბერი, 22:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2