x
მეტი
  • 07.12.2022
  • სტატია:124170
  • ვიდეო:355539
  • სურათი:496877
"თუ თავად გიხმარა, გაფიქრა, გაწვალა - ეგრე არ ვარგა"- რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი ფუფუნების საგნებთან და ზოგადად, ქართველების ბრენდებთან ავადმყოფური დამოკიდებულების შესახებ პოსტს ავრცელებს და ამასთან დაკავშირებით ერთ ისტორიას იხსენებს:



"გიგაზე ქორწინება რომ გადავწყვიტე, სტრასბურგში ვცხოვრობდი.



კატოც იქ სწავლობდა ცხადია.


რადგან საქართველოში გადმოვდიოდი (სამსახურიდან მისიით წამოვედი), კატოც თან წამოვიყვანე იქაური სკოლიდან და აქაურ სკოლაში მივიყვანე - 10 წლის იყო.


კატო ძალიან კარგი ბავშვი იყო, საღი, გონიერი, მხიარული და წესიერი.


მაგრამ ჩამოსვლიდან რამდენიმე თვეში, კონფლიქტები დაგვეწყო.


მდიდარი არ ვყოფილვარ, მაგრამ შესაძლებლობა ყველაფრის მქონდა, რაც კატოს შეიძლება მოსურვებოდა - კარგი ეცვა, კარგს ჭამდა, კარგს სვამდა, კარგით თამაშობდა. მაგრამ არასოდეს ბრენდები, ტელეფონი, მანქანა არ გაურჩევია, ისე იცხოვრა სტრასბურგში 7 წელი, აზრზე არ იყო რა ბრენდის ტანსაცმელი ეცვა, ან რა მანქანით დავდიოდი.


ჩამოვედით და ბავშვმა უცებ დამიწყო ლაპარაკი ვის რა ბრენდის ტელეფონი უჭირავს, რა ბრენდის ტანსაცმელი აცვია.


მეთქი კატო, რა გოიმობას სჩადიხარ?


კარგი ხარისხის ყველაფერი კარგია, მაგრამ კარგია იქამდე, სანამ შენ მოიხმარ.


თუ თავად გიხმარა, გაფიქრა, გაწვალა და მნიშვნელოვანი თემებიდან დრო წაგართვა - ეგრე არ ვარგა. ეგრე გამოდის, რომ ის გხმარობს.


მოკლედ მიყურა ამ ბავშვმა პირდაღებულმა, მეც მივხვდი რომ სოციუმია ეგეთი და თუ გარიყვა არ უნდა, სოციუმი მისგან ამ თემებზე საუბარს მოითხოვს.


ხოდა ავდექი და გავუძახე უკან, სტრასბურგში.


ჩემი კარგი შვილი, მინდოდა კარგად დარჩენილიყო - შესაძლებლობები ჰქონოდა, მაგრამ შესაძლებლობების მონად არ ქცეულიყო.

ასეც მოხდა.

(მეორე შვილიც ფრანგულ სკოლაში დამყავს ატმოსფეროს გამო - მეშჩანობას არ ახალისებენ იქ).


რატომ მოვყევი ახლა ეს ამბავი....


ძალიან ადვილი დასანახია, როგორ ასრიალებს ღარიბ ქვეყანაში ადამიანს ფუფუნებასთან შეხება.


დანიაში ეს ვერ მოხდება. საფრანგეთში ამაზე დაიცინები.


მაგრამ აი საქართველოში შეგიძლია ნახო, ერთ დროს ნორმალური ადამიანი, როგორ გადარია ფუფუნების ნივთებთან, ან ბრენდებთან შეხებამ.


ღარიბები ვართ და იმიტომ.


ამიტომ უნდა გავმდიდრდეთ, როგორც ქვეყანა, რომ მაგალითად ის ხალხი, ვინც საზოგადოებრივ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს, ფუფუნების მონად არ იქცეს და ვერ იყიდონ.


ვაჟა ფშაველა:


ზოგები იმასაც გაიძახიან გაზეთის პირით, რომ: „სიმდიდრეს უფრო ბევრი ადამიანი დაუღუპია, ვიდრე სიღარიბესო“. ეს რომ ნამდვილი იყოს და მართლა სიღარიბე სჯობდეს სიმდიდრეს, ხომ კაცობრიობა სიმდიდრისთვის თავს აღარ აიტკივებდა. პროგრესი სიმდიდრემ დაბადა და პროგრესმა ხომ წინ წამოაყენა იდეა სათნოებისა, ძმობისა, ერთობისა, ერთხმობისა და სიყვარულისა, რაიც არ ძალუძს სიღარიბეს. სიღარიბე განხორციელებული უძლურებაა, გოდებაა, მომასწავებელი ყოველ გვარის უბედურებისა: მონებისა, გინა ავაზაკობისა და სხვა გვარის ბეჩაობისა. ღარიბი ქონებით ერი, უნდა ვიცოდეთ დაჭეშმარიტებით, რომ ყველაფრით ღარიბია და ამიტომ არც არის რაშიმე საიმედო და ხელსაყრელი." - წერს "ტაბულას" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში.

0
290
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
290