x
მეტი
  • 07.12.2022
  • სტატია:124170
  • ვიდეო:355539
  • სურათი:496877
უნიკალური რეტრო-ფოტოები, რომლებიც გულგრილს ვერცერთ თქვენგანს ვერ დატოვებს

image


რეტრო - ფოტოები გულგრილს ვერავის ტოვებს, მათი ნახვით გამოწვეული ემოცია შეიძლება სრულიად განსხვავებული იყოს, თუმცა ამ უნიკალური კადრებისთვის ერთი თვალის შევლებითაც კი ისეთი მძაფრი განცდა გიპყრობს, როგორც თავად ძველ ფოტოებში აღბეჭდილი მოვლენებია.


image



1. მედროშე იური ვლასოვი გაწვდილი ხელით დროშის ტარებისას, რომლის წონაც არც მეტი, არც ნაკლები 3 კგ-ს შეადგენდა. საბჭოთა ძალოსანს ის 25 წუთის განმავლობაში ეჭირა. ამის გამეორება ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს ჩემპიონის გარდა სხვა ვერავინ შეძლო, ტოკიო 1964 წელი



image


2. პოლიციელი თავისი საპატრულო მანქანის აკუმულატორს აშშ-ს პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის ლიმუზინიდან მუხტავს, 1984 წელი


image


3. ლაფშას მიმტანი ტოკიოში, 1935 წელი



image



4. ეს რომაელი კაცის ჩონჩხი გახლავთ, რომელიც დაახლოებით 2000 წლის წინ ვეზუვის ამოფრქვევისას მფრინავმა ქვის ფილამ გაჭყლიტა, ცხედარი 2018 წლის მაისში იქნა ნაპოვნი



image


5. მამაკაცი, თავის ახალ "Chrysler"-ს საფონდო ბირჟის კრახის შემდეგ მინიმალურ ფასად ყიდის, ნიუ-იორკი, აშშ, 1929 წელი



image


6. სამოცდაათიანები, ბოლო ზარი



image



7. ბრუკ შილდსი და დოდი ალ - ფაიედი, 1985 წელი


image


8. არნოლდ შვარცნეგერი და პორნოვარსკვლავი ჯოის გიბსონი, 1970 წელი


image


9. ქარიანი დღე ჰამბურგში, 1987 წელი


image


10. 1909 წლის 11 აპრილი, დაახლოებით ასი ადამიანი 12 ჰექტარი შეძენილი ქვიშიანი ბორცვის თანაბრად გადასანაწილებლად კენჭს ყრის, დროთა განმავლობაში ეს ადგილი ქალაქ თელ-ავივად იქცევა


image


11. 1965 წლის 11 თებერვალს დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედმა ეთიოპიის უკანასკნელ იმპერატორს თაყვანი სცა, თუმცა არც მანამდე და არც მას შემდეგ მას თავი არავისთვის დაუხრია, მაგრამ ჩვენს დროში არც ოჯახის სიძველე და არც პიროვნული ღირსებები არ იძლევა წარმატებული მმართველობის გარანტიას, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა შიდა პოლიტიკაში გარე ძალები ერევა. 1974 წელს ეთიოპიაში რევოლუცია დაიწყო, 83 წლის ჰაილე სელასიე I ჩამოაგდეს, საავადმყოფოში გამოკეტეს, ხოლო 1975 წელს ბალიშით გაგუდეს



image


12. ქალთა ცოცვის კლუბის წევრები - ლუსი სმიტი და პელინ რანკენი კლდეზე ასვლისას, ედინბურგი, შოტლანდია



image



13. "Mercedes-Benz"-ის მიერ წარმოებული საავიაციო ძრავების რეკლამა


image


14. სტუდენტთა აქცია სწავლის საფასურის გაზრდის წინააღმდეგ. უამრავი აქტივისტი მხოლოდ იმ მიზნით გაშიშვლდა რომ ეჩვენებინა რომ ფასის მატება მათ ფაქტიურად შიშვლებს დატოვებდა, 1988 წელი, ჰააგა, ნიდერლანდები


image



15. "Empire State Building" -ზე დღეს ქარია, 1942 წელი



image


16. ქუჩაში დაპარკინგებული თოვლმავალი "BMW Schneekrad"-ი, 1936 წელი



image


17. ილუზიონისტი გი ბერტი, პარიზი, 1947 წელი, ფოტოგრაფი ემილ სავიტრი



image


18. მოჯაჰედები ჰაერით სავსე ტყავის ჩანთებით მდინარის გადასაკვეთად მიემართებიან, ავღანეთი, 1980 წელი



image


19. სასულიერო პირები და ჰიპები გლასტონბერის ფესტივალზე, 1971 წელი



image


20. ბიბლიაში დამალული იარაღი, რომელიც პერსონალურად, ვენეციის დოჟისთვის, ფრანჩესკო მოროზინისთვის (1619-1694 წწ.) გაკეთდა, ბიბლიის აღნიშნული ეგზემპლარი ვენეციის - "Museo Correr"-ში ინახება.







0
2231
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
2231