x
მეტი
  • 06.12.2022
  • სტატია:124133
  • ვიდეო:355529
  • სურათი:496805
ბორბალიდან ავტომობილამდე - ისტორია და გამოგონებები
image

ტექნოლოგიურმა განვითარებამ პიკს მიაღწია 21-ე საუკუნეში, რაც განაპირობებს კომფორტს ადამიანებისთვის, სწრაფად გადაადგილებას, ცოდნის გაზიარებას, ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირებას მაქსიმალურად სწრაფად ინტერნეტის საშუალებით და სხვა. ეს ყველაფერი კი ეკონომიკურ წინსვლას უწყობს ხელს, გამოგონებების ეპოქაა მე-20 საუკუნე, თუმცა ამ პერიოდამდეც ცდილობდნენ სხვადასხვა ხალხები ახალი ინოვაციების შექმნასა და განვითარებას, ამის ნათელი მაგალითია უდიდესი გამოგონება ბორბალი, შუმერების მიერ. ეტლი და ბორბალი ტვირთის გადამტან ფუნქციას ასრულებდნენ. მათმა შეცვლილმა სახემ, ავტომობილმა, კი განაგრძო ამ დანიშნულების შესრულება. ეტლის შექმნისა და მისი გაუმჯობესების მიზანი კი წარმოადგენდა მგზავრთა გადაყვანას. მსოფლიოში ყველა სახეობის ტრანსპორტით ყოველწლიურად ხორციელდება 100 მილიარდი ტონა ტვირთისა და ტრილიონი მგზავრის ტრანსპორტირება.


imageხისგან დამზადებული ბორბალი


ავტომობილის განვითარება იწყება უძველესი ეტლიდან, თუმცა ეტლის გამოგონება უკავშირდება ბორბალს. თავდაპირველად ადამიანები ტვირთის გადასატანად ძელის საგორავს იყენებდნენ, თუმცა ბორბალი ტვირთთან კონტაქტის გამო ძალიან სწრაფად ცვდებოდა. ამის შემდეგ შეიქმნა ბორბალი, რომელიც ბევრად უფრო ეფექტური აღმოჩნდა და ადამიანებს საშუალებას აძლევდა, რომ ტვირთი გადაეტანათ, შემდეგ კი ბორბალი განვითარდა და შეიძინა სხვადასხვა დანიშნულება. ბორბალი დროთა განმავლობაში ვითარდება, იცვლის ფორმას, მისი ეკონომიკური დანიშნულებაც კი უფრო მეტად იზრდება. ბორბალი თავდაპირველად და მომავალშიც ვაჭრობას აუმჯობესებდა, რადგან მას ჰქონდა ტვირთის გადამტანი თვისება. ტვირთის სწრაფად გადატანა კი უზრუნველყოფდა ვაჭრობას. საბოლოოდ ეს ჯაჭვი ავითარებს ეკონომიკასა და აუმჯობესებს ქალაქებს შორის ვაჭრობას. ბოლოს, ბორბალი ისეთ სახეს იღებს, რომელიც ქვეყნებს შორის ვაჭრობის საშუალებას აძლევს ადამიანს. ბორბლის განვითარება იწვევს თვითმავალი ეტლის გამოგონებას, რომლის იდეაც ეკუთვნის ლეონარდო და ვინჩის.



image

უძველესი ხის ბორბალი, რომელიც ჯერ კიდევ აღმოჩენილია სპილენძის ხანით ძვ. წ. 3130 წელს.


image

ბორბალი ირანის ეროვნულ მუზეუმში, თეირანში. ბორბალი თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე II ათასწლეულის ბოლოს.

ავტომობილის განვითარება ხდება ეტაპობრივად. ბორბლიდან დაწყებული ტვირთის გადამტანი ტექნოლოგია ცდილობს, რომ მიიღოს სრულყოფილი სახე. ავტომობილის ისტორია იწყება 1886 წლიდან. კარლ ბენცმა მიიღო პატენტი მსოფლიოში პირველ ავტომობილზე. ის იყო ბენზინზე მომუშავე ძრავით. ერთი წლით ადრე ბერლინში დაპატენტებული იყო ორთვლიანი, ძრავაძე მომუშავე სატრანსპორტო საშუალება, რომლის ავტორიც იყო დაიმლერი. თუმცა მან მხოლოდ 1889 წელს შექმნა პირველი ფუნქციური ავტომობილი. მსოფლიოში პირველი ავტომობილი რომელიც იყო ბენცის მიერ შექმნილი, იყო სამთვლიანი სატრანსპორტო საშუალება, რომლის მაქსიმალური სიჩქარე 16 კმ/სთ-ს აღწევდა.

imageპირველი ავტომობილი 1885-1886 წლები.


რამდენიმე წლის შემდეგ ბენცმა გამოუშვა ოთხთვლიანი ავტომობილი, რომელიც მუდმივად იცვლებოდა 1901 წლამდე. თუმცა სულ გამოშვებული იყო 2300 ცალი. მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში განხორციელდა სხვადასხვა სიახლეები. 1897 წელს დიზელმა შექმნა ძრავა, რომელიც იყო 20 ცხენის ძალის ტოლი. პირველი სერიული მსუბუქი ავტომობილი Mercedes-Benz კი 1936 წელს შეიქმნა.


image

Mercedes-Benz, SS, 27/170/225 ცხ.ძ, აშენებული: 1928 წლიდან 1934 წლამდე.


image
1933 - 1945: Daimler-Benz ნაცისტების ეპოქაში.


ასევე ავტომობილის განვითარებასთან ერთად იცვლებოდა ტერმინებიც, მაგალითად 1894 წლამდე ავტომობილის ნაცვლად იხმარებოდა ტერმინი „თვითმავალი ოთხთვალა“. ტერმინი „ავტომობილი“ დამკვიდრდა მას შემდეგ რაც პირველად ჩატარდა ავტორბოლა. ამ პერიოდში იწყება ავტომობილის განვითარება. მაგალითად 1899 წელს საფრანგეთში გამოუშვეს 1672 ავტომობილი, 1901 წელს კი 5886 ავტომობილი. 2010 წელს მსოფლიოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობამ მილიარდს გადააჭარბა. საქართველოში, თბილისში 1905 წელს გამოჩნდა პირველი ავტომობილი.


აღსანიშნავია, რომ 2014 წელს ყველაზე მეტი ავტომობილი გამოუშვა ჩინეთმა 23, 7 მილიონი, ასევე ლიდერობს აშშ-11, 6 მილიონით.




2
249
2-ს მოსწონს
ავტორი:მანანა ფრიდონაშვილი
მანანა ფრიდონაშვილი
249
  
12 ოქტომბერი, 22:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

4 ოქტომბერი, 23:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2