x
მეტი
  • 08.12.2022
  • სტატია:124198
  • ვიდეო:355543
  • სურათი:496911
„მაღიზიანებს გაფუჭებული ქართველი ქართულად რომ ვეღარ ლაპარაკობს და სვეცკობად მიაჩნია“ - ხატია წერეთელი
image

.

ეპატაჟური მომღერალი ხატია წერეთელი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს. მისი თქმით, ბოლო ხანს მომრავლდა შემთხვევები, როცა ქართველი ქართულად ვეღარ საუბრობს და ეს სვეცკაობად მიაჩნიათ. მას რუსებზე მეტად სწორედ ასეთი „გაფუჭებული“ ქართველები აღიზიანებს.

.


გთავაზობთ მის სტატუსს უცვლელად:

.

"რუსებზე მეტად გაფუჭებული ქართველები მაღიზიანებს ქართულად რომ "ვეღარ" ლაპარაკობენ და სვეცკობად მიაჩნიათ... ავოე, დაეშვით ეს საქართველოა და არ გრუზია, ეს ქვეყანაა რომელიც განვითარდა მას შემდეგ რაც აქედან გაიქეცით, ეს დემოკრატიული ქვეყანაა სადაც. მომსახურე პერსონალს მოწიწებით უნდა ესაუბრო და არა ნაგელი ტონით აქ შენი "შნირი" არავინაა. აქ ქალები ლაღები და ბედნიერები არიან (ერთეული მაზოხისტების გარდა) მათ კანონი იცავს. დამთავრდა სსრკ და მისი გამომადებილებელი გავლენა დიდი ხანია. თუ ვინმე ვერ ახერხებთ ადაპტირებას თანამედროვე საქართველოში, ან კურსები გაიარეთ ან კიდევ მამა როსიაში დაბრუნდით". - წერს ხატია წერეთელი.
.
0
202
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
202
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0