x
მეტი
  • 06.12.2022
  • სტატია:124133
  • ვიდეო:355529
  • სურათი:496805
თურქეთმა ზღვაში ჩაუშვა უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებისთვის აგებული კორვეტი
image უკრაინას საბჭოთა კავშირის დაშლის მერე საკმაოდ ძლიერი სამხედრო-საზღვაო ფლოტი ერგო, მით უმეტეს როცა თავად უკრაინა იყო საბჭოთა კავშირში წამოებული სამხელდო ხომალდების უდიდესი მწარმოებელი.



სამხედრო ხომალდებს აგებდნენ უკრაინის საზღვაო ქალაქ ნიკოლაევში, სადაც თავის დროზე რუსეთის ერთადერთი ავიამზიდი "ადმირალი კუზნეცოვი" იქნა აგებული სსრკ-ს დროს.



სხვა სამხედრო ხომადებთან ერთად უკრაინას ერგო აირბალიშიანი სადესანტო ხომალდიც, რომელიც სრულ საბრძოლო მდგომარეობაში იყო გადაცემის დროს, მაგრამ უკრაინის ხელისუფლებაში და ზოგადად უკრაინაში კუჩმას და კრავჩუკის პრეზიდენტობისას (არც მერე დაუკლიათ ხელი და რისი გაყიდვაც შეიძლებოდა გაყიდეს ან ჯართად დაჭრეს) განადგურდა უკრაინის სამხედრო-საზღვაო ფლოტი.



უკრაინა ახლა ცდილობს უკრაინას დაუბრუნდეს საზღვაო ქვეყნის სტატუსი და აღადგენს სამხედრო-საზღვაო ფლოტს, ამ პროექტის ფარგლებში თურქეთში აგებულ იქნა კორვეტი უკრაინისათვის, რომელიც უკვე ჩაუშვეს წყალში სრულად დაკომპლექტებული.




კორვეტი "გეტმანი ივან მაზეპა" ამ კლასის ერთადერთი კორვეტი იქნება რომელიც უკრაინის სამხედრო-საზღვაო ფლოტის რიგებში ჩადგება. ხომალდის დოკიდან წყალში ჩაშვებაში მონაწილეობდა უკრაინის პრეზიდენტის მეუღლე ელენა ზელენსკაია.



კორვეტის მიეკუთვნება სამხედრო გემების კლასს, რომლის დანიშნულებაა გააცილოს და დაიცვას სამხედრო საზღვაო ფლოტის გემები, კორვეტი ადაპტირებულია ყველა სახის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტაზე, კორვეტი აღიჭურვება ხომა; დსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცის სისტემებით.



imageimage

0
403
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
403