x
მეტი
  • 06.12.2022
  • სტატია:124133
  • ვიდეო:355529
  • სურათი:496805
„პრაიმ ჰაუსში“ მდედრი მანგო შედის! - დომენიკ მანგი, კუკური ბარამიძე
image


რეალითი შოუ „პრაიმ ჰაუსის“ მეორე სეზონი სამშაბათს, 4 ოქტომბერს „რუსთავი 2“-ის ეთერში დაიწყება. რამდენიმე თვეა იყო მოლოდინი, რომ სკანდალურად ცნობილი დომინიკ მანგო, იგივე კუკური ბარამიძე იქნებოდა მეორე სეზონის ერთერთი მონაწილე. თავად დომინიკ მანგომ ეს რამდენჯერმე დაადასტურა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ შემოთავაზება უკვე მიღებული ჰქონდა, შემოქმედებითი გუნდისგან თანხმობაც და ის ფაქტობრივად უკვე ემზადებოდა პრაიმ ჰაუსში საცხოვრებლად. მან ისიც კი თქვა, რომ რამდენიმე თვით ლაგოდეხში გადასახლდებოდა, სანამ პროექტის მეორე სეზონი დაიწყებოდა.

.

პროექტის ახალი სეზონის მონაწილეთა ნაწილის ვინაობა უკვე გაირკვა. თუმცა მათ შორის დომენიკ მანგო არ არის. ჯერ ბოლომდე უცნობია, კუკური ბარამიძეს ვიხილავთ თუ არა ამ სეზონზე. მაგრამ გუშნ დომენიკ მანგომ სოციალურ ქსელში ერთი უცნაური რეპლიკა გააკეთა.


,

ახლა კი დომენიკ მანგომ თავის გამომწერებს უთხრა, რომ მეორე სეზონზე პროექტ პრაიმ ჰაუსში მდედრობითი დომენიკ მანგო შევა.


როგორც ირკვევა, სეზონის ახალი მონაწილე ანა ქეცბაია დომენიკ მანგოს ახლო მეგობარია. და მას მდედრი მანგო თავად დომენიკმა უწოდა.

.

„პრაიმ ჰაუსში მდედრი მანგო შედის! გაგიჭირდებათ ევას გაგება, მაგრამ ნელ-ნელა გაუგებთ“, - დაწერა სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ დომენიკ მანგომ.

.

ევა ქეცბაია ამბობს, რომ არასრულწლოვანობის ასაკში, კონკრეტულად სკოლის პერიოდში მასზე სექსუალურად იძალადეს.

.

„მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბედნიერი ვარ და ცხოვრებაში ყველაფერი მაქვს აბსოლუტურად კარგად და სტაბილურად. ბავშვობაში და სკოლის პერიოდში გამოვიარე ძალიან ცუდი ტრავმები. გადამხდა საშინელი ისტორიები.

16 წლის ასაკში სკოლელმა გამაუპატიურა. მთელი მეათე კლასი გავატარე სექსუალურ ძალადობაში...“, - აღნიშნავს ანა ქეცბაია.

.

„პრაიმ ჰაუსის“ ცხელი სეზონი განსხვავებული გმირებით და სკანდალური ისტორიებით იწყება. სამშაბათს, 4 ოქტომბერს, 22:00 საათზე რუსთავი 2-ის ეთერში „ღამის პრაიმ-თაიმში“ „პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეებს ახლოდან პირველად გაიცნობთ.

.


* * *

ვინ არის გელა დაიაურის რჩეული - წყვილმა ჯვარი დაიწერა


image

.

პოეტმა გელა დაიაურმა და მისმა რჩეულმა, ეკა მანჩხაშვილმა დღეს ჯვარი დაიწერეს. ფოტოები თავად ეკა მანჩხაშვილმა გაუზიარა საზოგადოებას. მისივე სოციალურ ქსელში აიტვირთა ჯვრისწერის ფოტოები. ამის შემდეგ ეკამ და გელამ უკვე უამრავი მილოცვა მიიღეს.

.

შეგახსენებთ, წლების წინ გელა დაიაურს თავს ტრაგედია დაატყდა. 11 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც გელა დაიაურს წარმოუდგენელი ტრაგედია შეემთხვა –

ავტოკატასტროფის დროს მდინარეში დაიხრჩვნენ გელა დაიაურის ცოლ-შვილი - თეონა ქუმსიაშვილი, 2 წლის დემეტრე და ცხრა თვის ჯარჯი. ასევე თეონას და – ნათია, ბერდია და სოფიკო არაბულები 4 თვის შვილთან, მამუკა არაბულთან ერთად.

2020 წელს გელამ ინტერვიუში ის უბედური დღე გაიხსენა და თავის ტკივილზე ისაუბრა...

.

გელა დაიაური: - საბარგულში ვიჯექი, როდესაც ჩვენი მანქანა მდინარეში გადავარდა. მერე ჩემთან წყალი რომ შემოვიდა, ფეხი გაჭედილი მქონდა და ხელებზე ვიწეოდი, რომ წყლიდან თავი ზემოთ ამეწია და მესუნთქა… ჰაერი იყო დარჩენილი. მეც მკვდარი ვეგონე ყველას. სანამ სხვები ამოიყვანეს წყლიდან, დრო გავიდა. მე ბოლოს, ერთი საათით გვიან მიპოვეს. რომ მეგონა ხუთი წუთი იყო გასული, თურმე საათი ვყოფილვარ მდინარეში. ეტყობა, წყალი მთიშავდა და გონებას ვკარგავდი. მერე ამოყვანის მომენტი თითქოს მახსოვს. მერე ისევ აღარ მახსოვს არაფერი.

არავინ თქვას, დრო მკურნალიაო. ადამიანი ტკივილს ეჩვევი და ამ ტკივილთან ერთად ცხოვრებას იწყებ. ვიცი, რომ ამ ტკივილთან ერთად უნდა ვიცხოვრო და მორჩა! ამას შეგუებული ვარ…

ვშრომობ, ვაკეთებ საქმეებს. საქმე ისეთი თემაა, რომ საფიქრელად ცოტა დროს ტოვებს.

რაღაც პერიოდი მონასტერში წასვლას ვფიქრობდი. თუმცა არის შინაგანი ბრძოლები, რის გამოც ვერ წახვალ ადამიანი. მოძღვარი მანამდეც მყავდა. მონასტრეში დავდივარ ხოლმე. ლოცვა მიცვალებულებსაც სჭირდება და შენც გჭირდება, რომ იქ მოხვდე, სადაც ისინი არიან…

რა თქმა უნდა, ასეთი ტრაგედიის დროს, შინაგანად იცვლები ადამიანი. ფასეულობების გადაფასება ხდება, სხვანაირი ფიქრები გიპყრობს. ვცდილობ კარგი საქმეები ვაკეთო. ცუდი და ავი, მგონი, არც მანამდე ვყოფილვარ, მაგრამ ახლა უფრო შევიცვალე. ბევრ რამეზე დავფიქრდი.

.

.

ორი თვის წინ პოეტი გელა დაიაური თავის უფროს, გარდაცვლილ შვილს, ფეისბუქზე, დაბადების დღეს ულოცავდა.

.

"ვერც ერთხელ ვერ მოვახერხე ჩემი ტკივილის და მონატრების გამოხატვა სიტყვებით, იმდენად დიდი და მძიმეა ეს ყველაფერი... სიტყვებს ძალა არ ყოფნით ჩემი თქვენდამი მონატრების გამოსახატავად, მამის კაცო...

უბრალოდ, გილოცავ დაბადების დღეს. დემეტრე, შვილოო ... ალბათ, ასე აჯობებს...

დედა ღვთისა გფარავდეთ", - წერდა გელა დაიაური.

0
249
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
249
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0